შჩესნიმ ბარსელონასა და იუვენტუსს შორის კულტურულ სხვაობაზე ისაუბრა

შჩესნიმ ბარსელონასა და იუვენტუსს შორის კულტურულ სხვაობაზე ისაუბრა

ვოიცეხ შჩესნიმ "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა. პოლონელმა მეკარემ გაიხსენა "ბარსელონაში" გატარებული პირველი 9 თვე, რომელიც მისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა.

შჩესნი პედრიზე - "ყველაზე შთამბეჭდავი მოთამაშე ჩემს ცხოვრებაში"

გადაცემაში „Foot Truck“ (via Mundo Deportivo), შჩესნიმ "ბარსელონას" თანაგუნდელ პედრიზე ისაუბრა:

პედრი ის მოთამაშეა, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მეტად გამაოცა. ვუყურებროგორ აკონტროლებს თამაშს - როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში - და ბურთს არასდროს კარგავს. თუ მკითხავ, ვინ იყო სეზონის საუკეთესო მოთამაშე, პირადად მე პედრის დავასახელებდი.

ის წარმოადგენს იმ სანახაობას, რაც ფეხბურთს უნდა ახასიათებდეს და ახალ თაობას ამ სპორტის სიყვარულისკენ უბიძგებს. არიან ფეხბურთელები, რომლებიც ბურთს არ კარგავენ, მაგრამ თავიანთ თამაშს ზედმეტად ფრთხილად აწყობენ. პედრი კი, პირიქით - მეტოქე რომ ზემოდან ადგას, მაინც იწყებს დრიბლინგს. ის თამაშობს ცენტრში, და იცი, რომ როცა მას ბურთს გადასცემ, ის მას შეინარჩუნებს.

შჩესნი:" "ბარსელონა" "იუვენტუსისგან" რადიკალურად განსხვავდება"

შჩესნიმ "ბარსელონასა" და "იუვენტუსს" შორის განსხვავებაზეც ისაუბრა, სადაც მან რამდენიმე წელი გაატარა:

"იუვეში" ყველაფერი განსხვავებული იყო. აქ თამაშის და ვარჯიშის სტილი სრულიად სხვაა. პატარა სივრცეში თამაშისას, ყველა ახლოს არის - შეგიძლია წინასწარ იცოდე, ვინ ვის გადააწვდის ბურთს და სად არიან მცველები. ეს ვარჯიშები ტექნიკის გაუმჯობესებაში გეხმარება, რადგან ბევრად რთულია - ყველა ბურთს ითხოვს. არის დიდი კულტურული სხვაობაც: მუდმივი ზეწოლა მაქვს ვარჯიშის დროს, ყველა ჩემსკენ მორბის. დროის დაკარგვის უფლება არ გაქვს, რადგან როცა ყველა ბურთს ითხოვს, ვიღაც აუცილებლად გახსნილია.“

აქ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თუ შეცდომას დავუშვებ კიდეც, გუნდი იმდენად კარგად თამაშობს, რომ წინ წასვლას მაინც ვახერხებთ. გავუშვით გოლი? კარგი, ახლა ორი უნდა გავიტანოთ. წაგების ტვირთიც სულ სხვაა. წინა სეზონში "ბარსელონა" ის გუნდი იყო, რომელიც გაშვებულ გოლებზე ყველაზე ნაკლებად წუხდა.

"იუვენტუსში" თუ ბურთს მარცხენა ფეხზე მივიღებდი და მცველი ხუთი მეტრით იყო დაშორებული, ის უკვე შეტევაში მიწვდიდა ხელს, თითქოს უნდოდა ბურთი შორს გადამეწოდებინა. აქ კი ყველა მოდის ჩემთან და ყვირის: "მომეცი ბურთი!" მაგალითად, ხანდახან პედრი ითხოვდა ბურთს მაშინაც კი, როცა მის გარშემო შვიდი მეტოქე იდგა. გვერდზე მყავდა ინიგო მარტინესი - ტექნიკური მცველი, მეორე მხარეს კუბარსი, ასევე ბალდე, ხოლო ფრენკი დე იონგი მოკლე პასზე ჩამოდიოდა.


შჩესნის შთაბეჭდილება "ბარსელონას" კულტურაზე ნათლად ასახავს, როგორ მჭიდროა კავშირი გუნდში და რამდენად პრიორიტეტულია ტექნიკური, დამაჯერებელი თამაში - განსხვავებით იტალიური სტილისგან, სადაც სიფრთხილე და დაცვა ხშირად უფრო მაღალ საფეხურზე დგას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 12 ივლისი 2025 16:23
    1
    სწორს ყვება პედრიზეც და ის რო იტალიური ფეხბურთი მშიშრების ფეხბურთია, ოღონდ არ გაგვიტანონ და ნურც ჩვენ გაგვიტანია-ო. მოურინიოს ავტობუსა სტილი.
    Culé [?]
    #4 11 ივლისი 2025 23:31
    2
    ციტატა: Visca barca
    უელსის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ყოფილმა გარემარბმა გარეთ ბეილმა მადრიდულ კლუბთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

    უელსელმა ფეხბურთელმა მედიასთან საინტერესო განცხადება გააკეთა:

    “ბარსელონასა“ და მსოფლიოს ვაფრთხილებ: მადრიდის „რეალისთვის“ ახალი ეპოქა იწყება“ -გაანცხადა ბეილმა.
    ჯობია ისევ გოლფს მოაწყვეს😂

    რომელი ახალი ეპოქა იწყებაო😅😅😅 ჩუჩუებით და კამა პრასებით აპირებენ რამეეს🤣🤣🤣 ერთი კროოსის ნაირიც არ ყავთ ცენტრს ყველა ნორმალური კლუბი უჭერს ვისაც შეხვდა და შეხვდება მომავალში და რითი აპირებენ წინ 2 შემტევი რომელიც ვერიყოფს ადგილს და დაცვა ხო საერთოდ დირკაა ახალიან ძველიანად😅😅😅
    ფანი [?]
    #3 11 ივლისი 2025 22:45
    1
    უელსის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ყოფილმა გარემარბმა გარეთ ბეილმა მადრიდულ კლუბთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

    უელსელმა ფეხბურთელმა მედიასთან საინტერესო განცხადება გააკეთა:

    “ბარსელონასა“ და მსოფლიოს ვაფრთხილებ: მადრიდის „რეალისთვის“ ახალი ეპოქა იწყება“ -გაანცხადა ბეილმა.
    ჯობია ისევ გოლფს მოაწყვეს😂
    Culé [?]
    #2 11 ივლისი 2025 21:31
    1
    რა თქმა უნდა, ბარსელონას და იუვენტუსის ფილოსოფიები რადიკალურად განსხვავდება
    გულშემატკივარი [?]
    #1 11 ივლისი 2025 20:28
    0
    ტეკმა გაახანგრძლივა, გარსია მოვიდა, შტეგენს არ გადაუწყვეტია წასვლა და პენიაზე საერთოდ რატო არ იწერება არაფერი? გაუშვან ეგ მაინც ისედაც არის ახალგაზრდა კოჩენი თან.