მანჩესტერ იუნაიტედი ორი პირობა ბარსელონას
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, მარკუს რაშფორდი "ბარსელონაში" იჯარით გაუშვას, მაგრამ "წითელ ეშმაკებს" ორი პირობა აქვთ.
ცნობილია, რომ ინგლისელები 27 წლის ფეხბურთელის გაშვებას გეგმავენ, თავად მარკუსს კი მხოლოდ "ბარსელონაში" თამაში სურს.
ჰანსი ფლიკის გუნდი რაშფორდის ვარიანტს განიხილავს, მაგრამ არა პრიორიტეტად. გერმანელი სპეციალისტი უფრო სხვა სტილის ფეხბურთელს ანიჭებს უპირატესობას. თუმცა ინგლისელი შემტევი "ბარსას" რადარზე რჩება.
Manchesterworld-ის ცნობით "იუნაიტედი" "ბარსას" ორ პირობას უყენებს: 1) ფეხბურთელის სრული ხელფასი კატალონიელებმა უნდა გადაიხადონ; 2) იჯარის ხელშეკრულებაში უნდა ჩაიდოს გამოსყიდვის ვალდებულება, რომელსაც ესპანელები 2026 წლის დეკემბრისთვის შეასრულებენ.
იმის გათვალისწინებით, რომ რაშფორდი მზადაა, "ბარსელონაში" გადმოსვლის სანაცვლოდ ხელფასი მნიშვნელოვნად შეიმციროს, პირველი პუნქტის დაკმაყოფილება პრობლემა არ უნდა იყოს. რაც შეეხება მეორეს: ვინაიდან რაშფორდი ჰანსი ფლიკისთვის და დეკუსთვის პრიორიტეტი არაა, დიდი ალბათობით, "ბარსას" ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულების აღება დიდად არ სურს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]