ბარსელონა დენზელ დუმფრისის ტრანსფერს განიხილავს
"ბარსელონა" უახლოვდება ნიკო უილიამსის ტრანსფერის დასრულებას და შემდეგ სხვა პოზიციების გაძლიერებაზე გადაერთვება. ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მარჯვენა მცველის პოზიციაა.
ჟიულ კუნდე ბოლო 2-3 სეზონის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველად ითვლება, თუმცა ფლიკს ნაკლები ნდობა აქვს მის ალტერნატივებში. ახალგაზრდა ექტორ ფორტმა გასულ სეზონში მცირე სათამაშო დრო მიიღო და სავარაუდოა, რომ ზაფხულში კლუბს ან იჯარით დატოვებს, ან სრულად გაიყიდება გამოსყიდვის პუნქტით.
ასეთ შემთხვევაში, "ბარსელონა" აუცილებლად განიხილავს ახალ მარჯვენა მცველის დამატებას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს კლუბს მარკ პუბილის მიმართ ინტერესს უკავშირებდნენ, ახლა ყურადღების ცენტრში დენზელ დამფრისი მოექცა.
"ბარსელონა" აკვირდება დენზელ დუმფრისს - გამოსასყიდი 25 მილიონი ევროა
ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ბარსელონა" ერთ-ერთი კლუბია, რომელიც "ინტერის" 29 წლის მარჯვენა მცველს აკვირდება. ამ დროისთვის ოფიციალური შეთავაზება არ გაკეთებულა, მაგრამ მოთამაშის კონტრაქტში გაწერილი €25 მილიონიანი გამოსასყიდი ძალაშია უახლოეს კვირებში.
სწორედ ამ ვადის სიმცირე ქმნის სირთულეს - "ბარსელონა" ჯერ კიდევ ფოკუსირებულია ნიკო უილიამსის ტრანსფერზე და პარალელურად ცდილობს ფეხბურთელების გაყიდვით თანხების მობილიზებას.
დუმფრისის ბრწყინვალე მატჩები "ბარსელონას" წინააღმდეგ
"ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის დამფრისი ნაცნობია - სწორედ მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბარსელონას" წინააღმდეგ, როცა ორ შეხვედრაში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა და "ინტერმა" საერთო ჯამში 7 გოლი გაიტანა.
როგორც ჟიულ კუნდეს ალტერნატივა, დუმფრისი იდეალურად ერგება ფლიკის ტაქტიკურ ხედვას, თუმცა რთული იქნება ამ ტრანსფერის განხორციელება იმ მოკლე დროში, როცა გამოსასყიდი ჯერ კიდევ ძალაშია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 35 ]