სერხიო აგუერო: ლამინ იამალი საოცარი ფეხბურთელია
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი, სერხიო აგუერო კატალონიური კლუბის 17 წლის ვარსკვლავ ლამინ იამალს აქებს.
ჩემთვის ლამინ იამალი საოცარი, სრულყოფილი მოთამაშეა. ფეხბურთს ხშირად არ ვუყურებ, მაგრამ, როდესაც "ბარსა" თამაშობს, იცი, რომ ის არის ფეხბურთელი, რომელიც სხვაობას ქმნის.
გაოცებული ხარ, როდესაც იამალის თამაშს უყურებ. ვფიქრობ, ის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ლამინს რამდენჯერმე ვესაუბრე. ის მშვიდი ადამიანია, რომელიც პატივისცემას იმსახურებს.
- ციტირებს აგუეროს სიტყვებს ESPN.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]