ბარსელონა 4 ფეხბურთელს ყიდის | ერთ-ერთს წასვლა არ სურს
Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" გეგმავს, 4 ფეხბურთელი გაყიდოს, რომლებიც გუნდის მთავარი მწვრთნელის ჰანსი ფლიკის გეგმებში არ შედიან. ეს მოთამაშეები არიან: მარჯვენა მცველი ექტორ ფორტი, შემტევი ნახევარმცველი პაბლო ტორე, მარცხენა გარემარბი ანსუ ფატი და თავდამსხმელი პაუ ვიქტორი.
წყაროს ცნობებით, კატალონიურ კლუბს პრობლემა აქვს ფორტთან დაკავშირებით, რომელიც წასვლას არ აპირებს. მომდევნო სეზონში გუნდის პირველი მარჯვენა მცველი კვლავ ჟიულ კუნდე იქნება, რომელსაც რეზერვისტობას ერიკ გარსია გაუწევს. სწორედ ამიტომ ექტორის ადგილი სასტარტო შემადგენლობაში არ იქნება, მაგრამ 18 წლის ფეხბურთელს საპირისპიროს დამტკიცება სურს.
"ბლაუგრანას", სავარაუდოდ, ფორტის გაშვება ძალიან გაუჭირდება, რადგან მან ცოტა ხნის წინ "აიაქსის" საკმაოდ სოლიდურ შეთავაზებაზე უარი თქვა.
ექტორ ფორტის მოქმედი კონტრაქტის ვადა 2026 წლის ზაფხულში იწურება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]