რონალდუ იამალზე: ფენომენია, მაგრამ ხალხმა უნდა მისცეს განვითარების საშუალება
ერთა ლიგის დრამატული ფინალის შემდეგ, რომელშიც პორტუგალიამ ესპანეთს პენალტების სერიაში 5-3 სძლია (ძირითადი დრო და დამატებითი 2-2 დასრულდა), კრიშტიანუ რონალდუმ ესპანეთის 17 წლის ვარსკვლავს, ლამინ იამალის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
პორტუგალიის კაპიტანმა მედიისთვის მიცემულ კომენტარში, თასის გვერდით მდგომმა, იამალს მხარდაჭერა გამოუცხადა:
ის ბევრ ტიტულს მოიგებს - როგორც გუნდურს, ასევე ინდივიდუალურს. მხოლოდ 17 წლისაა... ვიმეორებ: ტალანტია, რომელსაც განვითარების დიდი სივრცე აქვს. ფენომენია, მაგრამ ხალხმა უნდა მისცეს თავისუფლება - ესაა ერთადერთი, რასაც ვთხოვ. მის წინ გრძელი კარიერა უდევს და დარწმუნებული ვარ, ერთა ლიგას კიდევ ბევრჯერ მოიგებს.
40 წლის რონალდუმ საზოგადოებასა და მედიას მოუწოდა, არ მოახდინონ ზედმეტი ზეწოლა ასეთ ახალგაზრდა ფეხბურთელზე.
ამასთან, მან დაიცვა ესპანეთის მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე, რომელმაც იამალი დამატებითი დროის პირველი ტაიმის შესვენებაზე შეცვალა - რაც თამაშის შემდეგ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გააკრიტიკა.
თქვენი მწვრთნელი ფენომენია. მან უკეთ იცის, რა სჭირდება გუნდს - მე მწვრთნელი არ ვარ. უკვე ბევრი ტურნირი მოიგო ესპანეთთან ერთად. მეტი რაღა უნდა ვთქვა? თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ესე იგი ეგონა, რომ გუნდს ასე დაეხმარებოდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]