ბარსელონამ ესპანიოლის სამი ტალანტი დაიმატა

ბარსელონამ ესპანიოლის სამი ტალანტი დაიმატა

SPORT-ის ცნობით, "ბარსელონა" აგრძელებს თავისი ახალგაზრდული აკადემიის გაძლიერებას და ამჯერად "ესპანიოლიდან" სამი პერსპექტიული ფეხბურთელი მიიწვია. Cadete-ის დონის თავდამსხმელი პოლ მანჩენო და კორეელი ძმები - მინგუკი და დეჰანი - "ლა მასიას" შემადგენლობაში იქნებიან ახალი სეზონიდან.

"ბარსელონამ" კიდევ ერთხელ მიმართა მეზობელი კონკურენტების აკადემიას, რაც წარსულშიც ბევრჯერ გაუკეთებია - მაგალითად, მირანხელსისა და ვიაკორტას გადმოყვანისას. ამჯერად სამი მნიშვნელოვანი ტრანსფერი განხორციელდა Ciudad Deportiva Dani Jarque-დან.

პოლ მანჩენო, 16 წლის ცენტრალური თავდამსხმელი, "ბარსელონასთვის" დიდ მიღწევად ითვლება. მას გამოარჩევს ფიზიკური ძალა, მოძრაობის კარგი ტაქტიკა და გოლის ალღო. 2022–23 წლების სეზონში მან "ესპანიოლის" Infantil A გუნდის შემადგენლობაში 23 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი ნაკლები გოლით გამოირჩა — მხოლოდ 2 გოლი 12 მატჩში. მაგრამ ეს უკავშირდება იმას, რომ მან უარი თქვა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რის გამოც კლუბმა სათამაშო დრო შეუმცირა. მანჩენო ესპანეთის U15 ნაკრების წევრია და "ბარსელონას" Juvenil B გუნდს შეუერთდება.

ასევე დასრულდა მინგუკსა და დეჰან ლიების ტრანსფერები. ორივე ძმა პერსპექტიულ კორეელ ტალანტებად ითვლება. "ბარსელონა" წარსულშიც ცდილობდა მათი გადმოყვანას, თუმცა ეს მხოლოდ წელს მოხერხდა.

მინგუკ ლი მარჯვენა მცველია, რომელიც გამოირჩევა ფიზიკური სიძლიერითა და ჩაწოდებების უნარით. ის ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტად ითვლებოდა "ესპანიოლის" აკადემიაში. მისი უმცროსი ძმა, დეჰან ლი, თავდაპირველად მარცხენა მცველად თამაშობდა შვიდკაცა ფეხბურთში, შემდეგ კი Infantil ასაკში გარემარბად გადაერთო. მწვრთნელები აფასებენ მის სიძლიერეს, სტაბილურობასა და გუნდურობას.

სამივე ფეხბურთელი ახალ ეტაპზე გადადის "ბარსელონაში", სადაც მოერგებიან კლუბის ტაქტიკასა და განვითარების ფილოსოფიას. ისინი იმავე გზით მიდიან, რა გზითაც ერთ დროს "ბარსელონაში" გადავიდა მეკარე ჟოან გარსია, რომელიც ასევე "ესპანიოლის" აღზრდილია.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 Tuesday, 22:40
    0
    პერსპექტიული 9-ანის მოყვანა " Juvenil B "-თვის კარგია ვნახოთ რის პოტენციალი აქვს
    Culé [?]
    #4 Tuesday, 16:49
    0
    წარმატებები სამივეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 Tuesday, 15:47
    0
    მოკლედ ესენი გარსიას ხო არ მოაყოლეს დავესკად 25 მილიონში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 Tuesday, 15:11
    0
    16 წლის ბავშვია, 9-იანი როგორ საჭიროა, მაგრამ ვნახოთ, აბა...
    გაისად ლევანა წავა და 17 წლის ბალღზე იქნება დამოკიდბეული ფინიშინგი თუ ფერანზე?
    ფანი [?]
    #1 Tuesday, 09:35
    2
    დავშალეთ ესპანიოლი😂