ლანდრი ფარე ჰანსი ფლიკის გეგმებშია

ლანდრი ფარე ჰანსი ფლიკის გეგმებშია

SPORT-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი ახალ სეზონს აქტიური ახალგაზრდული ინტეგრაციით იწყებს და პირველ გუნდში რამდენიმე გამორჩეული ტალანტის მიწვევას გეგმავს. ფლიკი ამჟამად გერმანიაში იმყოფება ერთა ლიგის ფინალური ეტაპის გამო, თუმცა უკვე დაგეგმილია მისი დაბრუნება "სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერზე", სადაც სპორტულ დირექტორ დეკუსთან ერთად ახალგაზრდა ფეხბურთელებთან შეხვედრას და შემადგენლობის საბოლოო ფორმირებას გეგმავს.

13 ივლისს ბარსელონას "სანტ ჟოან დესპის" ბაზაზე სამედიცინო შემოწმებას გაივლიან შემდეგი ფეხბურთელები: ტონი ფერნანდესი, ხუან ერნანდესი, ჯოფრე ტორენსი, დროუ.

სრულფასოვანი ვარჯიშები მეორე დღიდან დაიწყება. შარშან ფლიკმა სეზონის მოსამზადებელი ეტაპი ძირითადად რეზერვებისა და Barça Atlètic-ის მოთამაშეებით ჩაატარა - ამის მიზეზი იყო ევრო 2024, კოპა ამერიკა და ოლიმპიადა, რამაც ძირითადი მოთამაშეების არყოფნა გამოიწვია.

მიმდინარე სეზონში კი, თითქმის სრულად წარმოდგენილი იქნება პირველი გუნდის შემადგენლობა, რაც ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის კონკურენციას ზრდის. მიუხედავად ამისა, ფლიკი გეგმავს, რომ პირველ ეტაპზე ვარჯიშში 30-ზე მეტი ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას და მცირე შერჩევის შემდეგ გუნდი აზიის ტურნეზე გაემგზავრება.

სწორედ ამ შერჩევის ნაწილი იქნება ლანდრი ფარე, "ბარსელონას" ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა მცველი.
ფარე, რომელიც 2007 წელს არის დაბადებული, უეფას ახალგაზრდული ლიგის გამარჯვებულია, შეუძლია ითამაშოს როგორც ცენტრალურ, ასევე ფლანგის დამცველად. იგი უკვე რამდენჯერმე იყო პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშზე და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მილანში გუნდთან ერთად იმოგზაურა.

მისი გამორჩეული ფიზიკური მონაცემები, მრავალმხრივობა და ენთუზიაზმი მას ძირითადი გუნდისთვის პერსპექტიულ კანდიდატად აქცევს. ფარე ესპანეთის თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებშია გამოძახებული და მომდევნო სეზონში კვლავაც ითამაშებს ახალგაზრდულ გუნდში, ეს მისი ბოლო სეზონი იქნება "Juvenil" ასაკში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 10 ივნისი 2025 23:26
    0
    ფაიე რატომ გავუშვით არ მესმის, თუ ისევ ვიღაც უნდა დაეწინაურებინა ფლიკს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 10 ივნისი 2025 23:03
    0
    კაი ბიჭია ეს ხოშიანი ფიზიკით წესით ფორტის კი უნდა აჯობოს ვნახოთ გამოჩნდება მარჯვნივ ეს და მარცხნივ ჯოფრე ტორენტსი
    Culé [?]
    #4 10 ივნისი 2025 16:52
    3
    უმაგრესი ბიჭია. მომდევნო სეზონში ეს უნდა იყოს კუნდეს დუბლიორი
    Culé [?]
    #3 10 ივნისი 2025 16:07
    1
    ციტატა: CHEPE
    თუ კარგია მაშინ კუბარსი და ეს კი იქნება კაი დუეტიორუვე 18 წლის🤭🤭 მაგრამ მარჯვენაა თუ მარცხენა??

    მარჯვენა ცაცია კუენკაა და მაგის იმედი მართლა უნდა გვქონდეს ცაციაა კაი პასით და მაღალი სწორი განვითარება უნდა და ეგაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 ივნისი 2025 15:33
    0
    ციტატა: CHEPE
    თუ კარგია მაშინ კუბარსი და ეს კი იქნება კაი დუეტიორუვე 18 წლის🤭🤭 მაგრამ მარჯვენაა თუ მარცხენა??

    შეუძლია ითამაშოს როგორც ცენტრალურ, ასევე ფლანგის დამცველად. ეტყობა დემბელესავითაა.
    Culé [?]
    #1 10 ივნისი 2025 14:39
    2
    თუ კარგია მაშინ კუბარსი და ეს კი იქნება კაი დუეტიორუვე 18 წლის🤭🤭 მაგრამ მარჯვენაა თუ მარცხენა??