ნაგელსმანი: ვიმედოვნებ, ტერ შტეგენი მალე გაარკვევს თავის მომავალს

ნაგელსმანი: ვიმედოვნებ, ტერ შტეგენი მალე გაარკვევს თავის მომავალს

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა "ბარსელონას" მეკარის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ფეხბურთელი მალე მიიღებს კონკრეტულ ინფორმაციას თავისი მომავლის შესახებ.

ტერ შტეგენი, სავარაუდოდ, "ბარსელონას" დატოვებს, რაც მედიის ცნობით, თავად ფეხბურთელში იმედგაცრუებას იწვევს. ამას ემატება გავრცელებული ინფორმაცია, რომ კლუბი "ესპანიოლიდან" ჟოან გარსიას გადმობარგებას ელოდება.

ნაგელსმანმა, რომელიც ეს სიტყვები საფრანგეთთან ერთა ლიგის მარცხის შემდეგ თქვა, განმარტა:

იმის გათვალისწინებით, თუ ვისთან გვაქვს საქმე, იმედი მაქვს, რომ მარკი მალე მიიღებს კონკრეტულ ინფორმაციას საკუთარი მომავლის შესახებ. ეს არის ჩემი სურვილი მის მიმართ.

გერმანელმა სპეციალისტმა ხაზი გაუსვა, რომ თავად საკითხის დეტალებში ვერ ერკვევა:

ჩემთვის რთულია სიტუაციის ობიექტურად შეფასება, რადგან მხოლოდ მედიის მეშვეობით ვიცი რაც ხდება და არ ვიცი, რამდენად მართალია ეს ყველაფერი. თუმცა, მარკი ამას გარკვეული სიმშვიდით უყურებს. მიუხედავად ამისა, ადამიანურად გასაგებია, რომ ასეთი რამ ყველაზე იმოქმედებს.

ნაგელსმანმა ტერ შტეგენის საფრანგეთის წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებულად შეაფასა:

ის ძალიან, ძალიან კარგად თამაშობდა და რამდენიმე შესანიშნავი სეივიც გააკეთა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 Tuesday, 16:09
    0
    ამასთანაც გვიჩივლა "კაპიტანმა"
    Culé [?]
    #6 10 ივნისი 2025 00:13
    1
    კაპიტანი სიტყვის თქმაზე რომ უარს იტყვის ადგეს დაიფარის ქუდი და წავიდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 9 ივნისი 2025 23:41
    1
    ასე უსამართლოდ გაშვებას არ იმსახურებს ტერ შტეგენი, ეროვნული პატივისცემა მაინც არ აქვს ფლიკს, რომ ერთი წელი მაინც შეინარჩუნოს და მერე საპატიო გაცილებით გაუშვას გუნდიდან?
    Culé [?]
    #4 9 ივნისი 2025 20:18
    3
    ლენგლეს გააჯმეინეს გილოცავთ
    ფანი [?]
    #3 9 ივნისი 2025 19:49
    0
    საფეხბურთო გამოცემა, "Carrusel Deportivo" კატალონიის ბარსელონას სატრანსფერო გეგმების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

    წყაროს ცნობით, კლუბის პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას სურს, რომ 2026 წელს გუნდმა ახალი ფორვარდი შეიძინოს, რადგან რობერტ ლევანდოვსკი ასაკში შედის.

    როგორც ცნობილია, მისი ფავორიტი ხულიან ალვარესია, მაგრამ დეკუს სხვა აზრები აქვს.

    სპორტულ დირექტორს, სურს, რომ ლევანდოვსკის შემცვლელად კლუბმა ალექსანდრ ისაკი იყიდოს.

    როგორც ჩანს, კლუბს ახალი ფორვარდის ყიდვა 1 წლის შემდეგ გადაწყვეტილი აქვს.



    წელს ვინგერს მოიყვანენ ალბათ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 ივნისი 2025 19:37
    3
    მომავალს გაარკვევს კაირა ახლა წავიკითხე ფეისბუქზე, ვილიარეალთან თამაშის მერე სიტვით მიმართვა უდოდათ ფეხბურთელებს და თხოვეს შტეგენსაც და ამან უარი თქვა სიტყვით გამოსვლაზე იმიტორო ნაწყენი იყო სათამაშო დროის გამოო, რავი ერთიანად კი სკდება ეს ამბები და ყველა ჭორი არამგონია რო იყოს, ამან რო სულ ცხრიანიდან აძროს ბურთები ასეთ გუნდში სიტუაციის არევა მაინც არ უნდა შერჩეს, კაპიტანი რომ ხარ სამაგალითო უნდა იყო და არა საგინებელი.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #1 9 ივნისი 2025 19:27
    0
    ისე ფლიკის წასვლის შემდეგ, ნაგელსმანზე არ ვიტყოდი უარს, როგორც ბაიერნში მოხდა