Legend Series | ბარსელონამ საქართველო 3-1 დაამარცხა

Legend Series | ბარსელონამ საქართველო 3-1 დაამარცხა

დღეს, Sports Orient-ის ორგანიზებით, თბილისში ერთმანეთს Barça Legends და GEO 11 დაუპირისპირდნენ — ბარსელონას ლეგენდებმა ქართველები 3-1 დაამარცხეს.

გიორგი ნავალოვსკიმ საქართველო დააწინაურა, მაგრამ ბარსელონამ მეტოქეს ხავიერ სავიოლასა (2) და ჯონათან სორიანოს გოლებით უპასუხა. ამასთან, მატჩის სტარტზე ლაინსმენმა არარსებული თამაშგარე დააფიქსირა და იარი ლიტმანენს გოლი უსამართლოდ გაუუქმეს.

რონალდინიომ შესანიშნავი მომენტები, პასები, ჩვეული ფინტები შემოგვთავაზა და მაყურებლებისგან ოვაციებიც დაიმსახურა. გაუჩომ თბილისში პირველად ითამაშა და, ზოგადად, აქამდე საქართველოში ნამყოფი არ იყო.

აღსანიშნავია, რომ ბარსას შემადგენლობაში ითამაშეს ლუდოვიკ ჟიულიმ, ედგარ დავიდსმა და ფილიპ კოკუმაც. ამასთან, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ჟორდი მასიპმაც, რომელმაც კარიერა არცისე დიდი ხნის წინ, 2024 წელს დაასრულა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 18 მაისი 2025 18:16
    0
    ციტატა: ზებულონი
    გაუჭირდებოდათ.ბებერი რონალდინიო პატარა ბავშვებივით აპამპულავებდათ ამ ჩოილრებს

    რა ექნათ ჩვენებს? მეტის საშუალებას ღიპები არ აძლევდა, საერთოდ ვეღარ დარბოდნენ.
    ახალბედა [?]
    #12 18 მაისი 2025 14:52
    0
    ესენი მგონი ნორმალურს ვერავის იყიდიან წელს🙂‍↕️
    😕 ძაან სამწუხაროა. იმედია ნაგავს და განათხოვრუებულ ფეხბურთელებს მაინც გაყიდიან ან გააჩუქებენ ( ჩუქებაც არ გამოგვდის მაგალითად ლენგლესი) მესმის ახალგაზრდა გუნდი ვართ და თუ ძირითადის არავინ გავყიდეთ, საერთოდ უტრანსფეროდაც არის იმის შანსი რომ დაჟე უკეთ ვითამაშოთ ვიდრე წელს. ბავშვებს მომატების პერსპექტივა ყველას აქვს თან ფლიკის ხელში. უბრალოდ გული მტკივა ჩვენს თვალწინ იქმნება ეპოქალური გუნდი უკაშკაშესი ვარკვლავით, ერთი 4-5 უნიჭიერესი ჩვენი გაზრდილი ბავშვებით, სუპერ მწვრთნელით და ამ დროს მცირე წერტილოვანი გაძლიერებით (დღეის საზომით არც ნიკოა ძვირი 70 და არც გიოკერეში 70.) შეგვიძლია მართლა მთები გადავდგათ თან ულამაზესი ფეხბურთით. პროსტა გვერდში დგომა და პროფესიონალიზმი ჭირდება ხელმძღვანელობის ამ გუნდს. ვერ ვხვდები სადაც ფული არ არის საჭირო იქ ხომ მაინც შეილზება იმოქმედონ? ორი წელია ერთი ადამიანი რაც არ უნდა გვიყვარდეს ზოგიერთებს გამოდის მინდორზე და თავისი ქაჯობით ლიჩნად გვაგდებს ლიგის ნახევარფინალიდან. ამ
    კაცის გაყიდვა შეგვიძლია სულ მცირე 50 მილიონად და იქვე შეგვეძლო უკვე შეთანხმებული ტას მოყვანით უკეთესი მცველის გაძლიერება, ქაჯის მოცილება და პლუს 50 ლიმონი დავარდებოდა. ამას პლუს ნაგავი და ვსიო ნიკო ნაყიდი იყო დანაკარგების გარეშე. ძაააან ძნელი და რთული ოპერქცია იყო ეეს? მაგრამ სანამ
    ესენი ზეიმობენ რეალმა ახალი კლუბი ააწყო🤬🤬🤬 რავი ერთადერთი ღმერს ვთხოვ დიდხანს მოითმინოს ამათი სიდებილე ფლიკმა და არსად წავიდეს. მესმის აქ ხალხის აღფრთოვანება და ბედნიერება წლევანდელი სეზონით, მეც ზუსტად იმას ვგრძნობ და მიხარია ბავშვებით ტიტულები და რეალის ოთხჯერ ტრაკსი ამოსმა მაგრამ მგონია რომ ასე 21 საუკუნეში მაინც გაგვიჭირდება ბობოლებთან ჭიდილი. პრობლემა არაა თუ ყოველ წელს 140 მილიონიანს ვერავის მოვიყვანთ, მაგრამ საკვანძო პოზიციების გაძლიერება თუ არ შეგიძლია 70 მილიონიანი ნიკოთი რომელიც ყველა ხვდება რომ რეალურად უფრო მეტიც ღირს, ასე ყოველ წელს ფლიკი კი არა ჯადოქარი ვერ დააყენებს ლიგის მომგებ გუნდს. დიდ ტიტულებს ბევრი დეტალი წყვეტს, თუ არც მეკარე გყავს რომელიც გადაგარჩენს, არც გრძელი სკამი, არც ფლანგის მცველების შემცვლელები, ძირითაფი ფორვარდი 38 წლის და მისი შემცვლელი არ გყავს, მარცხენა გარემარბი არ გყავს და ასე შემდეგ. გამოვარდებით გაისადაც და ეს არც მეკარის ბრალი იქნება, არც არაუხოს ქაჯობების და არც ერთი სხვა კონკრეტული მიზეზის, არამედ ამ
    მცირე მიზეზთა ერთობლიობის, რომლების მოგვაერებასაც ცოოტა ფული და პროფესიონალი მენეჯმენტი მაინც უნდა. ჩვენ კაპიკი ფული არ გვაქვს და მენეჯმენტში ხო ბნელ ხვრელში ვართ😡მოკლეთ ჯერ ვილოცოთ, მერე გვქონდეს ფლიკის და იამალის იმედი. მე ლიჩნად ამ გუნდს ღმერს ვანდობ. უფულოდ მართლა ლოცვა თუ გვიშველის ვაისად.
    Culé [?]
    #11 18 მაისი 2025 09:40
    0
    ციტატა: JustBarcaLover
    ციტატა: Albicelecte
    ციტატა: Barca
    ნიკო უილიამსით არსენალი ინტერესდებაო და არ ვიცი სიმართლეა თუ არა

    ისევე, როგორც ვიქტორ დიოკერეშით
    გაისად დამატებითი მჭიდი ექნებათ გადატენილი ჯიგრებს

    ლაპორტა და დეკუ რას შვრებიან ბუზებს ითვლიან?

    ლაპოს და დეკუს- ჯეერ სად ეჩქარებათ! smile იფხანენ ვინისიუსს...
    Culé [?]
    #10 18 მაისი 2025 01:29
    0
    Pedri finishing the season with Zero injuries is a trophy on its own. More than 40 games without a single injury.
    Thank you Hansi flick

    Now please similar focus on Dani Olmo🙏
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 17 მაისი 2025 22:13
    1
    ბარსას ეგრე გაუჭირდა რომ მასიპის გარდა სხვა ლეგენდა ვერ ნახეს კარში?😃 რონალდინიომ უდიდესი სიამოვნება მოგვანიჭა გულშემატკივრებს და დაგვიტოვა დიდებული ემოციები.
    წევრი [?]
    #8 17 მაისი 2025 14:43
    0
    გაუჭირდებოდათ.ბებერი რონალდინიო პატარა ბავშვებივით აპამპულავებდათ ამ ჩოილრებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 17 მაისი 2025 09:17
    1
    კრისტანვალის და მასიპის ლეგენდობა მოვტ*ან
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #6 17 მაისი 2025 03:15
    2
    ზალცბურგის კაცი ხონათან სორიანო როდიდანაა ბარსას ლეგენდა?:დდდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 17 მაისი 2025 02:00
    14
    უსაყვარლესი კაცია გაუჩო. რა ზარმაციც იყო ისეთი ზარმაცია ეხლაც. გახურებაზე მატჩის წინ არ გამოსულა დაეზარა ვარჯიში, არც ბევრი ურბენია პრესინგზე ან დაცვაში, მაგრამ გამოვიდა ტიპი და მაინც ყველაზე მეტი სანახაობა და შოუ დადგა. საგოლე პასიც გააკეთა, ყველა გოლში მონაწილეობა მიიღო, 80 წუთამდე ითამაშა როცა ჩვენ 9 გუნდი გამოვცვალეთ შეცვლებით :დ სქილები გვანახა და ცოტა დააკლდა გატანამდე. რაც ყველაზე მეტად მინდოდა გააკეთა ჩემთვის უსაყვარლესი ფინტი ელასტიკო. მანდვე ვიჯექი მაგ კუთხეში და ვიცოდი რომ გააკეთებდა ეტყობოდა რაც უნდოდა თავიდანვე როცა წამოიღო ბურთი. მთელი მისი თამაშები თვალწინ დამიდგა მაგ მომენტზე. უკეთილშობილესი ღიმილა კაცია და მისი ეს სითბო და ენერგია, ბურთისადმი სიყვარული იგრძნობა ყველა მის ნაბიჯში და მოქმედებაში. იცოდა ხალხი მისთვის იყო მოსული და არ ეზარებოდა სითბოს უკან დაბრუნება და ყოველთვის როცა მომენტი მიეცა გვესალმებოდა. ჯადოქარია და ვიცი რომ ზუსტად მისი ხასიათის გამო თამაშობდა ასე ლამაზად. ყველაფერი ეკიდა, უბრალოდ ერთობოდა. არც ისე ბევრი წელი გაგვართო ჩვენც მაგრამ ალბათ ეგრე ლამაზად ფეხბურთი ვინმეს ეთამაშოს ძაან რთულია გაიხსენო.
    წევრი [?]
    #4 17 მაისი 2025 01:04
    11
    რონალდინიო არის თვით ფეხბურთი ჯადოქარი არანაირი მოღუშული სახე სულ იცინოდა ყველა თამაში რომ არა სიზარმაცე გუარდითსთან და ლეოსთან ერთად გადაბუგავდნენ მსოფლიოს ჩვენი გაუჩო🤙❤️💙
    Culé [?]
    #3 17 მაისი 2025 01:00
    1
    ციტატა: Albicelecte
    ციტატა: Barca
    ნიკო უილიამსით არსენალი ინტერესდებაო და არ ვიცი სიმართლეა თუ არა

    ისევე, როგორც ვიქტორ დიოკერეშით
    გაისად დამატებითი მჭიდი ექნებათ გადატენილი ჯიგრებს

    ლაპორტა და დეკუ რას შვრებიან ბუზებს ითვლიან?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 მაისი 2025 00:57
    0
    ციტატა: Barca
    ნიკო უილიამსით არსენალი ინტერესდებაო და არ ვიცი სიმართლეა თუ არა

    ისევე, როგორც ვიქტორ დიოკერეშით
    გაისად დამატებითი მჭიდი ექნებათ გადატენილი ჯიგრებს
    ფანი [?]
    #1 17 მაისი 2025 00:39
    0
    ნიკო უილიამსით არსენალი ინტერესდებაო და არ ვიცი სიმართლეა თუ არა