ფერან ტორესს ოპერაცია ჩაუტარდა — სავარაუდოდ, მისთვის სეზონი დასრულებულია
ბარსელონას ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ფერან ტორესს გუშინ ღამით ოპერაცია ოპერაცია ჩაუტარდა.
ამის მიზეზი აპენდიციტია, რაც ბრმა ნაწლავის გარსის ანთებაა. ეს წარმოადგენს სამედიცინო მდგომარეობას, რომელიც ხასიათდება ჭიისებრი დანამატის (აპენდიქსის) ანთებით, რომელიც მოთავსებულია მსხვილი ნაწლავის დასაწყისში. აპენდიციტი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას, ჩვეულებრივ ქირურგიულ ოპერაციას (აპენდექტომია).
დიდი ალბათობით, ეს ნიშნავს, რომ ფერანი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. ტორესი 2024/25 წლების სეზონში შესანიშნავი იყო: მის ანგარიშზე 45 მატჩი, 19 გოლი და 7 ასისტია.
კარგი ამბავი ისაა, რომ, სავარაუდოდ, რობერტ ლევანდოვსკი უკვე სრულად გამოჯანმრთელებული იქნება (ლაზარეთიდან დაბრუნების შემდეგ პოლონელმა ინტერთან განმეორებით მატჩში მოედანზე ნახევარი საათი გაატარა, რეალ მადრიდთან კი სკამზე იყო). ამასთან, ჰანსი ფლიკს პაუ ვიქტორის ვარიანტიც აქვს.
ბარსელონას მიმდინარე სეზონში 3 შეხვედრა დარჩა: ესპანიოლის, ვილიარეალისა და ბილბაოს წინააღმდეგ.

ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]