ჰანსი ფლიკი კლასიკოს შემდეგ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა "რეალ მადრიდთან" დაპირისპირების (4-3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
რაც გუნდა გააკეთა, დაუჯერებელია.
4 "კლასიკოს" მოგება ფანებისთვის ბევრს ნიშნავს. ახლა მომდევნო მატჩზე ვართ კონცენტრირებულები.
ყველაფრის საკვანძო ფაქტორი ვარჯიშების დროს ინტენსივობაა.
იამალი ძალიან თავდაჯერებულია. მან იცის, რისი გაკეთება შეუძლია. ლამინი ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა.
გაუმჯობესება ყოველთვის გვსურს, თითოეული მატჩის შემდეგ. დიდი პოტენციალი გვაქვს.
თამაშით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთი შეცდომების თამაშია, რომლებიც მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ.
ჩვენ 4 გავიტანეთ, მათ - 3. უკვე ვთქვი, რომ დაცვის გაწვრთნა იოლი არაა, როდესაც მატჩებს შორის ასეთი ცოტა დრო გვაქვს.
ვიცით, რომ დაცვაში თამაში უნდა გავაუმჯობესოთ. ამას მომდევნო სეზონში გავაკეთებთ.
ბედნიერი ვარ, რომ ასეთი გუნდი და ფეხბურთელები მყავს.
ამ გრაფიკით სათანადოდ ვარჯიში შეუძლებელია. ყოველ 3 დღეში ვთამაშობთ და არ გვაქვს დრო, რომ რაღაც განვავითაროთ. მომდევნო სეზონში კიდევ უფრო გავუმჯობესდებით.
გაუმჯობესებას მატჩებში ამჩნევ, მაგრამ მთავარი სამუშაო ვარჯიშებზე კეთდება.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ფეხბურთელებს "ინტერთან" მომხდარი არ დაევიწყებინათ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 52 ]