კარლო ანჩელოტი: ეს სეზონის ბოლო ელ კლასიკოა, რადგან ბარსელონა მსოფლიო საკლუბო მუნდიალზე არ იქნება

ბარსელონასთან მატჩის წინ, რეალ მადრიდის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა:
ეს სეზონის ბოლო ელ კლასიკო იქნება, რადგან ბარსელონა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.
არ ვიტყვი, რომ ხვალ ბარსა ფავორიტია.
ინტერი-ბარსელონას ვუყურე, ფანტასტიკური თამაში იყო. “ნერაძურის” ფინალში გასვლა უნდა მივულოცო, ასევე პსჟ-ს.
ჩემპიონატის მოგება ყოველთვის რთულია. ის ჩემპიონთა ლიგისგან რადიკალურად განსხვავდება, რადგან შიდა ასპარეზზე მუდამ სტაბილურობა გმართებს.
როდრიგომ ვარჯიში განაახლა და ხვალინდელი შეხვედრისთვის მზადაა. სასტარტო შემადგენლობაში ბევრი ვარიანტი არ გვაქვს - როდრიგო პირველი არჩევანია, ისევე, როგორც არდა გიულერი.
როგორც ჩანს, იტალიელს მიმდინარე სეზონში ბარსელონასთან ზედიზედ 3 წაგება მწარედ ახსოვს, თანაც ორი - გამანადგურებელი ანგარიშით. ბარსამ რეალ მადრიდი ლა ლიგაში 4-0 დაამარცხა, შემდეგ ესპანეთის სუპერ თასის ფინალში 5-2 გაანადგურა, ცოტა ხნის წინ კი კოპა დელ რეის ფინალში 3-2 მოუგო.
გუნდები ერთმანეთს ამ სეზონში მეოთხედ და უკანასკნელად ხვალ, მონჟუიკზე, ლა ლიგის 35-ე ტურში დაუპირისპირდებიან. მატჩი სტარტს 18:15 საათზე აიღებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 39 ]