მარკუს რეშფორდი ბარსელონაზე ოცნებობს

"მანჩესტერ იუნაიტედის" საკუთრებაში მყოფ და "ასტონ ვილაში" განათხოვრებულ თავდამსხმელს მარკუს რეშფორდს "ბარსელონას" ისევ უკავშირებენ.
რეშფორდი "ბარსაში" გადმოსვლაზე კვლავ ოცნებობს. 27 წლის ფეხბურთელმა ამ ტრანსფერის განსახორციელებლად თანამშრომლობა დაიწყო ცნობილ აგენტთან, პინი ზაჰავისთან, რომელსაც "ბლაუგრანას" პრეზიდენტთან, ჟოან ლაპორტასთან კარგი ურთიერთობა აქვს. ზაჰავიმ კატალონიურ კლუბთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
იგივე წყარო იტყობინება, რომ "ბარსას" მთავარ მწვრთნელს ჰანსი ფლიკს ინგლისელი შემტევი მოსწონს.
რეშფორდი "ასტონ ვილას" ზამთარში შეუერთდა, რის შემდეგაც მან მონაწილეობა 17 მატჩში მიიღო, 4 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 26 ]