ჟოან ლაპორტა: გვყავს გუნდი, რომელსაც აწმყო და მომავალი აქვს

"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ინტერთან" მტკივნეული წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მილანში ჩასული 4000-ზე მეტი გულშემატკივარი და ასევე ყველა კატალონიელი, რომლებიც მთელი სეზონის განმავლობაში ჩვენს ფეხბურთელებსა და ჰანსის დასახული მიზნების მიღწევაში მხარს უჭერენ, ყველაფერს იმსახურებს. მათ მენტალიტეტის დაბრუნებაში ყველა ჩვენგანი უნდა დავეხმაროთ, რაც ლა ლიგის მოსაგებად საჭიროა. ვიბრძოლეთ, რომ ფინალში გავსულიყავით, მაგრამ ძირითადად მსაჯის გადაწყვეტილებების გამო ასე არ მოხდა. ამან დაგვაზიანა, მაგრამ უფრო უნდა გაგვაძლიეროს.
ჩემპიონთა ლიგაზე დავბრუნდებით და მის მოსაგებად ვიბრძოლებთ. ეს ძალიან რთული მომენტია, რადგან ფინალში გასასვლელად ვიბრძოდით და მარცხი მოსალოდნელი არ იყო. თუმცა, ვხედავ, რომ "ბარსა" ამ გუნდით ამაყობს, ამაყობს იმით, რაც კეთდება. გვყავს გუნდი, რომელსაც აწმყო და მომავალი აქვს და ეს ძალას გვაძლევს.
"ბარსას" გულშემატკივრებს მოვუწოდებ, გუნდი გაამხნეონ, რათა კვირას "რეალ მადრიდთან" გავიმარჯვოთ, რაც ლა ლიგის მოსაგების საკვანძო ფაქტორი იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]