ჩავი ერნანდესმა რამდენიმე შეთავაზება მიიღო
ბარსელონას ლეგენდა, ჩავი ერნანდესი მსოფლიოს მასშტაბით შეთავაზებებს ღებულობს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჩავითი ალ ჰილალი და ბაიერ ლევერკუზენი ინტერესდებიან. არაბებმა ჟორჟე ჟეზუსთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს, გერმანული კლუბი კი ჩაბი ალონსოს (რომელიც, დიდი ალბათობით, რეალ მადრიდში გადავა) შემცვლელს ეძებს.
ლეგენდარული კატალონიელის დანიშვნა სხვა ევროპულ კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებებსაც სურთ. ასევე, ნაკლებად სანდო წყარომ (Sun Football) გააჟღერა ტოტენჰემის სახელიც, საიდანაც, შესაძლოა, ენჯ პოსტეკოგლუ გაუშვან.
ბარსას ყოფილ ფეხბურთელსა და მწვრთნელს, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ლა ლიგის გუნდის ჩაბარების სურვილი გამოთქვა, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ჩავიმ ბარსა 2023/24 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა და 1 წლით დასვენება გადაწყვიტა. ერნანდესმა ბარსელონას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორწელიწადნახევარი გაატარა და 2 ტიტული მოიგო (ლა ლიგა და ესპანეთის სუპერ თასი).
ადრე გავრცელდა ცნობები, რომ 45 წლის სპეციალისტის მიზანი ძლიერი და გრძელვადიანი პროექტის ჩაბარებაა, რომელიც მას უმაღლეს დონეზე დაბრუნებასა და ტოპ გუნდებთან კონკურენციის შესაძლებლობას მისცემს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]