ბარსელონა სამ ისტორიულ მიღწევას უმიზნებს

ბარსელონა სამ ისტორიულ მიღწევას უმიზნებს

ესპანეთის თასის ფინალში გუშინდელი გამარჯვების (3-2) შემდეგ "ბარსელონა" მორიგი ტრებლის მოგებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კატალონიური კლუბი სამ ისტორიულ მიღწევას უმიზნებს.

"ბარსელონას" შანსი აქვს, გახდეს პირველი ევროპული კლუბი, რომელსაც ტრებლი სამჯერ ექნება მოგებული. აქამდე კატალონიელებმა ეს ორჯერ მოახერხეს - 2008/09 და 2014/15 წლების სეზონებში. იგივე შედეგით იწონებს თავს მიუნხენის "ბაიერნი" (2012/13 და 2019/20 წლების სეზონები). მსოფლიო რეკორდს კი ახალზელანდიური "ოკლენდ სიტი" და ეგვიპტური "ალ აჰლი" ფლობენ 4-4 ტრებლით.

დანარჩენი ორი პოტენციური მიღწევა კი კიდევ უფრო რთულად გასამეორებელი ჩანს.

"ბარსელონა" ახლოსაა, ტრებლი შეასრულოს როგორც კაცების, ასევე ქალების გუნდებით. ჰანსი ფლიკის გუნდმა ესპანეთის თასი უკვე მოიგო, ლა ლიგაში ფავორიტია, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე კი ერთი ნაბიჯი აშორებს. ქალთა გუნდის საქმე არანაკლებ კარგად მიდის - კომფორტული უპირატესობა ჩემპიონატში, ფინალი თასზე და თითქმის განაღდებული ფინალი ჩემპიონთა ლიგაზე ("ჩელსისთან" 4-1 მოგება ნახევარფინალის პირველ მატჩში).

რაც შეეხება მესამე პოტენციურ მიღწევას - აქამდე არასდროს მომხდარა, რომ ერთ კლუბს ერთ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოეგოს როგორც კაცებში, ასევე ქალებში; ასევე არასდროს მომხდარა, რომ ერთ კლუბს ერთ სეზონში მოეგოს როგორც დიდების, ასევე ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა. "ბარსა" კი სამივე ამ ტურნირის მოგებას უმიზნებს. კაცებისა და ქალების საჩემპიონთალიგო პერსპექტივებზე უკვე ვისაუბრეთ, თუმცა ამას ემატება ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგაც, რომლის ფინალშიც "ბლაუგრანა" ხვალ "ტრაბზონსპორს" შეხვდება. ეს ნიშნავს, რომ კატალონიური კლუბი ახლოსაა, ერთ სეზონში მოიგეს სამივე ჩემპიონთა ლიგა - კაცების, ქალებისა და ახალგაზრდების.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 26 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #26 29 აპრილი 2025 12:03
    0
    ციტატა: Frenkie de Jong_
    Jules Kounde after Barcelona's Copa del Rey triumph over Real Madrid with a hat-trick 🚨🚨🚨🚨🎙🎙🎙🚨🚨:

    Today, the fans will praise me for scoring the third goal, or they will praise Pedri or Ferran for also scoring, but in truth, the only man who deserves praise is Hansi Flick 🤯❤️

    Everything we do is because of this man. He came to our club and didn't ask for transfers or changes. He came here and said, 'I believe in you and I will make you an invincible team.' 🤯❤️


    ამ გუნდს, მაგარი ზამენა უნდა და 2 ბომბა ტრანსფერი.

    აი ეს არის ფსიქოლოგია = როცა ადამიანს ნდობას უცხადებ, მას შეუძლია ყველაზე რთულ მომენტში დაუფიქრებლად "გაწიროს" თავი შენთვის!!! აი ეს არის ნამდვილი მეგობრობა, ურთიერთგაგება და ურთიერთნდობა!
    ბრავო ფლიკ, ბრავო და კიდევ ბრავოოო!!!
    ეს ბავშვები არ მიატოვო გზაგასაყარზე!
    იმედია კიდევ მრავალი წელი იქნები აქ - შენი "დათესილი" შენვე უნდა მოიმკა!
    heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes
    საიტის ლეგენდა  [?]
    #25 28 აპრილი 2025 01:43
    1
    ციტატა: me da barca
    ინტერმა რომასთანაც წააგო, ნაპოლი კი 2:0 იგებს და დიდი ალბათობით მოიგებს. მოკლედ ნაპოლიმ აახია პირველი ადგილი. როგორ დავიჯერო ინტერმა თასი და სერია ა დათმო და მარტო ლიგაზე კონცერტრირდა. ტრებლის შანსი აქვსო და ისე არ მოხდეს, რომ ტრებლი კი არა საერთოდ უტიტულოდ დარჩეს რეალივით.

    ბაიერნის გაგდება ძვირი დაუჯდა, გამოიწურა როგორც ჩანს;
    ეგეც შენი სამი ფრონტი;
    1 დღით ნაკლები აქვს დასვენებისთვის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #24 27 აპრილი 2025 23:37
    1
    ინტერმა რომასთანაც წააგო, ნაპოლი კი 2:0 იგებს და დიდი ალბათობით მოიგებს. მოკლედ ნაპოლიმ აახია პირველი ადგილი. როგორ დავიჯერო ინტერმა თასი და სერია ა დათმო და მარტო ლიგაზე კონცერტრირდა. ტრებლის შანსი აქვსო და ისე არ მოხდეს, რომ ტრებლი კი არა საერთოდ უტიტულოდ დარჩეს რეალივით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #23 27 აპრილი 2025 21:31
    1
    ინტერი ცუდ დორმაშია, ფსიქოლოგიური უპირატესობაც გვაქვს, მოსაგებია იტოკში.
    წევრი [?]
    #22 27 აპრილი 2025 21:00
    1
    ყველაზე დიდი სანერვიულო ინტერია.ამ სეზონში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #21 27 აპრილი 2025 19:13
    4
    ინტერს სამი თამაშია გოლი არ გაუტანია laughing
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs
    საიტის ლეგენდა  [?]
    #20 27 აპრილი 2025 19:04
    2
    ისევ გაიჟიმა ინტერი რომასთან 0-1.
    ფანი [?]
    #19 27 აპრილი 2025 18:59
    9
    ინტერი დაიღალა და ზედიზედ 3 წაგება რაც არ უნდა ჩვენთვის ემზადებოდეს მაინც ვერაა კაი ამბავი. პირველივე თამაშში უნდა დავბომბოთ. სადაც რეალი 3ჯერ , ბაიერნი, ატლეტიკო და კიდე მთელი ლა ლიგა გადავიხიეთ ამასაც მივხედავთ. რაც მთავარია მეტნაკლებად თანაბრად დაღლილები არიან.
    Culé [?]
    #18 27 აპრილი 2025 18:59
    1
    ბულკია ეს ინტერი მარა მაინც ძაღლი გუნდია შეიძლება გაუვარდეთ ყარაულივით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #17 27 აპრილი 2025 18:32
    1
    ციტატა: Iniesta_8
    მემგონი ინტერი დაკარგავს სერია ას. ნაპოლის 5 უმარტივესი თამაში დარჩა რასაც 90% ყველას მოიგებს, ინტერი კიდე უკვე აგებს რომასთან. ერთი მაგაში გაგვიმართლა რომ ჩვენგან თავისუფლად ვერ გამოვლენ, საბრძოლველი აქვთ შიდა შემპიონატშიც.

    თასიდან გავარდნენ დღეს ეხლა რომასთან თუ წააგეს (მესამე ! თამაში იქნება ზედიზედ ! მანამდე ბოლონია და მილანთან წააგეს თასზე) ფაქტიურად სკუდეტოს დაკარგავენ ნაპოლის გაცილებით იოლი კალენდარი აქვს და უფრო სუსტი მეტოქეები ნაპოლი დღეს თამაშობს სახლში ტორინოსთან 22 სთ 45 წთ-ზე
    Culé [?]
    #16 27 აპრილი 2025 17:42
    3
    კიდე 1 დაამტვრეთ რა ძმურად 😂
    Culé [?]
    #15 27 აპრილი 2025 17:40
    3
    მემგონი ინტერი დაკარგავს სერია ას. ნაპოლის 5 უმარტივესი თამაში დარჩა რასაც 90% ყველას მოიგებს, ინტერი კიდე უკვე აგებს რომასთან. ერთი მაგაში გაგვიმართლა რომ ჩვენგან თავისუფლად ვერ გამოვლენ, საბრძოლველი აქვთ შიდა შემპიონატშიც.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 27 აპრილი 2025 17:24
    3
    ოპაა პავარი დაიმტვრა ! ესეც კაი უხეში თამაშია (ინტერი VS რომა) სეტანტა სპორტ 1 -ზეა !

    გაულაღლაღა რომამ 0 :1
    ფანი [?]
    #13 27 აპრილი 2025 17:08
    6
    წინ ძალიან დიდი ომი გველოდება ინტერთან და ეს იმ ფონზე როცა გუშინ გამოვიფიტეთ, თითოეულს ეტყობოდა გუშინ რომ აი აღარ შეეძლოთ კუნდეს რომ გაქცევა გაუჭირდება მანდ უკვე მართლა ცუდადაა საქმე მაგრამ მენტალურად არიან გაუტეხლები და ეგ უპირატესობა გვაქვს რა ანგარიშიც არ უნდა იყოს მუდამ სჯერათ რომ მოიგებენ და არ ეგუებიან ფაქტს.

    პ.ს ბალდე გუშინ მშვენივრად დარბოდა და თუ დაგვიბრუნდა ინტერთან აი მერე ოდნავადაც არ შემეპარება ეჭვი რომ გადავხსნით გუშინ ბალდე რომ გვყოლოდა საქმე იქამდე არ მივიდოდა სადამდეც მივიდა მგარმ რაც მთავარია უკანასკნელი ტიტულიც ავართვით მადრიდს. ნაადრევი ფინალი გვაქვს ინტერთან და უნდა ვიბრძოლოთ ბოლო წამამდე
    გულშემატკივარი [?]
    #12 27 აპრილი 2025 17:06
    7
    ბარემ ისიც ვთქვათ რომ ბოლო კლასიკოს მოგების შემთხვევაში ვუთანაბრდებით რეალს ურთიერთ შეხვედრებში. 104-105 ზეა ეხლა. გოლები 434-439.ანუ რა გამოდის? 🖐️პიკე და იდეალური დასასრული სეზონის
    გულშემატკივარი [?]
    #11 27 აპრილი 2025 17:00
    6
    ციტატა: Iniesta_8
    ხო ამდენი ტიტული აქვთ მოგებული ამ დედაჩატ*ნულებს ბოლო წლებში, მარა როგორც კი ვერ გვჯობნიან ეგრევე ყველანაირ ბინძურ ხერხებზე გადადიან მოედანზე და მოედნის გარეთაც.

    არქსდროს ჯობიაა რეალი ბარსას ერთადერთი რითიც ბარსა რეალს ჩამოუვარდება არი პრეზიდენტი ბარსას არასდროს ყოლია პერესისნაირი პრეზიდენტი პირიქით, როსელმა და ბართომეუმ გუნდი გქმოხრეს და გაააფარჩაკეს მაგის გამოა რეალი რომ თავს იწონებს 15 ლიგის თასით..აიი სად არი დიდი უსამართლობა მიძაღლებული
    გულშემატკივარი [?]
    #10 27 აპრილი 2025 16:35
    3
    ციტატა: mesi_10
    ეგ გასაგებია რონ ყველაფრის მოგების შანსი გვაქ მარა კარგი იქნება თუ ასეთი წარმატებული სეზონის მერე შემოსულ მილიონებსაც გაასაჯაროებთ .. გოალზე წავიკითხე რო მეორეზე გასვლის შემთხვევაში 118 მულიონი იქნება ჯამში ბარსას ბიუჯეტში ხოლო ფინალს თუ მოიგებენ 125 მულიონი ამას კიდე ესპანური ტიტულებიდან შემოსული ბონუსებიც დაემატება და მამენტ რა აქვთ საწუწუნო რით ვერ ამოვიდა ლაპორტა ჭაობიდან და რატო არ შეიძლება ტრანსფერებისთვის გადადოს მინიმუმ 200 მილიონი..

    ხარჯი და შემოსავალი უნდა დაბალანსდეს, შემოსავალს არ უნდა გაასწროს ხარჯებმა, რა თქმა უნდა კარგად წაგვწევს წინ თუმცა არამგონია წუმპედან ამოსვლისთვის საკმარისი იყოს, მაგრამ კარგი დიდი ნაბიჯი იქნება წინ გადადგმული, ცენტრფორვარდი გვინდა აუცილებლათ, გიოკერეში თუ მოიყვანეს მაგარი იქნება, ყველაზე მეტად ეს პოზიცია გვიჭირს მაგრამ რატმღაც მგონია ისევ ტორეს და ლევანას დატოვებენ, არადა დროა უკვე ლევანა წავიდეს. მარცხენა მცველიც მოსაყვანია, მარტინი დაცვაში ნორმალურია. მაგრამ შეტევაში მკვდარია. ბალდე კონკურენციაში უფრო გაიზრდება. სამ ტრანსფერს ვისურვებდი, მეკარე ლივერპულიდან, მარცხენა მცველი და გიოკერეში.
    წევრი [?]
    #9 27 აპრილი 2025 16:31
    6
    და ხუთ ტიტულზე რატომ არავინ საუბრობს? ლა-ლიგის, ჩემპიონთა ლიგა, კოპა დელრეი, სუპერ კოპა და სუპერთასი 2015 ში ასე არ იყო?
    ანუ 5 იყო და მგონი სუპერკოპას ნაცვლად მსოფლიო საკლუბო? ყველა ტიტული მახსოვს(თბილისში რომ იყვნენ).
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 27 აპრილი 2025 15:53
    3
    ეგ გასაგებია რონ ყველაფრის მოგების შანსი გვაქ მარა კარგი იქნება თუ ასეთი წარმატებული სეზონის მერე შემოსულ მილიონებსაც გაასაჯაროებთ .. გოალზე წავიკითხე რო მეორეზე გასვლის შემთხვევაში 118 მულიონი იქნება ჯამში ბარსას ბიუჯეტში ხოლო ფინალს თუ მოიგებენ 125 მულიონი ამას კიდე ესპანური ტიტულებიდან შემოსული ბონუსებიც დაემატება და მამენტ რა აქვთ საწუწუნო რით ვერ ამოვიდა ლაპორტა ჭაობიდან და რატო არ შეიძლება ტრანსფერებისთვის გადადოს მინიმუმ 200 მილიონი..
    Culé [?]
    #7 27 აპრილი 2025 15:52
    5
    ხო ამდენი ტიტული აქვთ მოგებული ამ დედაჩატ*ნულებს ბოლო წლებში, მარა როგორც კი ვერ გვჯობნიან ეგრევე ყველანაირ ბინძურ ხერხებზე გადადიან მოედანზე და მოედნის გარეთაც.