ოფიციალურად: ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ რეალ მადრიდის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

- თამაშის დრო: შაბათი, 26 აპრილი, 23:55
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რეალ მადრიდმა" ესპანეთის თასის ფინალში გასამართი "ელ კლასიკოს" მსაჯების შეცვლა მოითხოვა, რის გამოც კლუბმა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას მიმართა. მადრიდელები მიიჩნევენ, რომ დანიშნული არბიტრები მიუკერძოებლები არ იქნებიან.
როგორც ცნობილი ხდება, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია "რეალ მადრიდის" მოთხოვნას უარყოფს და თასის ფინალური დაპირისპირების მსაჯებს არ შეცვლის.
ხვალინდელ "კლასიკოს" მთავარი არბიტრი რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეა იქნება, VAR-ის ოთახიდან კი მატჩს პაბლო გონსალეს ფუერტესი მოემსახურება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]