განაცხადი რეალ მადრიდთან მატჩისთვის - ტერ შტეგენი დაბრუნდა

- თამაშის დრო: შაბათი, 26 აპრილი, 23:55
ხვალ ესპანეთის თასის ფინალში "ბარსელონა" "რეალ მადრიდს" დაუპირისპირდება. ახლახან "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ამ შეხვედრისთვის გუნდის 22-კაციანი განაცხადი დაასახელა.
კარგი ამბავი ისაა, რომ კატალონიურ გუნდს 7-თვიანი უქმობის შემდეგ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დაუბრუნდა. გერმანელმა მეკარემ ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო.
"ელ კლასიკოს" ალეხანდრო ბალდე, რობერტ ლევანდოვსკი და მარკ კასადო გამოტოვებენ, რომლებიც ტრავმირებულები არიან.
"ბარსას" განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, კუბარსი, არაუხო, ინიგო, გავი, ტორესი, პედრი, ფატი, რაფინია, პენია, ტორე, კრისტენსენი, ფერმინი, ვიქტორი, იამალი, ოლმო, დე იონგი, კუნდე, გარსია, შჩესნი, ფორტი, მარტინი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]