ოფიციალურად: პედრი ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

"ბარსელონას" ვარსკვლავი პედრი ესპანეთის ჩემპიონატის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
პედრიმ თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოსთვის ბრძოლაში გიორგი მამარდაშვილს (ვალენსია), ხავი პუადოს (ესპანიოლი), სერჟი დარდერსა (მალიორკა) და ხულიან ალვარესს (ატლეტიკო) აჯობა.
"ბარსამ" აპრილის თვე ლა ლიგაში კვლავ წაუგებლად განვლო, რაშიც 22 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა ერთ-ერთი მთავარი წვლილი შეიტანა. "ბლაუგრანამ" "ლეგანესი", "სელტა" და "მალიორკა" დაამარცხა, "ბეტისთან" კი ფრე ითამაშა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]