ჰანსი ფლიკს ელ კლასიკოსთვის შემადგენლობა უკვე შერჩეული ჰყავს [MD]
![ჰანსი ფლიკს ელ კლასიკოსთვის შემადგენლობა უკვე შერჩეული ჰყავს [MD] ჰანსი ფლიკს ელ კლასიკოსთვის შემადგენლობა უკვე შერჩეული ჰყავს [MD]](/uploads/posts/2025-04/1242b5c928_hansi-phliki.webp)
- თამაშის დრო: შაბათი, 26 აპრილი, 23:55
"ბარსელონა" შაბათს ესპანეთის თასის ფინალში "რეალ მადრიდს" დაუპირისპირდება და სეზონის მეორე ტიტულის მოგებას შეეცდება. Mundo Deportivo-ს თუ დავუჯერებთ, "ბლაუგრანას" მთავარ მწვრთნელს ჰანსი ფლიკს უკვე გადაწყვეტილი აქვს, როგორ უნდა დააკომპლექტოს გუნდის ძირითადი თერთმეტეული.
ცნობილია, რომ "ელ კლასიკოს" სასტარტო შემადგენლობის წევრები, რობერტ ლევანდოვსკი და ალეხანდრო ბალდე, გამოტოვებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანელ სპეციალისტს მათი შეცვლა მოუწევს.
კატალონიური წყაროს ცნობებით, მიუხედავად იმისა, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დაბრუნდება და სავარაუდოდ, მატჩის განაცხადში მოხვდება, ფლიკი კარს მაინც ვოიცეხ შჩესნის ანდობს. დაცვის ფლანგებზე ჟიულ კუნდე და ჟერარ მარტინი ითამაშებენ, ცენტრში კი - პაუ კუბარსი და ინიგო მარტინესი. რაც შეეხება შუახაზს, საყრდენ ზონას ფრენკი დე იონგი და პედრი გააკონტროლებენ, შემტევ ნახევარმცველად კი დანი ოლმოს ვიხილავთ. შეტევაში გარემარბის პოზიციებზე ლამინ იამალი და რაფინია იმოქმედებენ, ცენტრალური თავდამსხმელის როლს კი ფერან ტორესი მოირგებს.
MD-ს მიხედვით, "ბარსას" შემადგენლობა ასეთი იქნება:
შჩესნი; კუნდე, კუბარსი, ინიგო, მარტინი; დე იონგი, პედრი, ოლმო; იამალი, რაფინია, ტორესი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]