ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია!

ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში დორტმუნდი, ორი მატჩის ჯამში, 5-3 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
დღეს, განმეორებით დაპირისპირებაში ბარსამ 1-3 წააგო, მაგრამ პირველ შეხვედრაში გერმანელები 4-0 გაანადგურა. სიგნალ იდუნა პარკზე ჰანსი ფლიკის გუნდმა ნამდვილად ცუდად ითამაშა, თუმცა მეტოქეს შემდეგი ეტაპის საგზური მაინც არ დაუთმო.
დორტმუნდი 3-1 (3-5) ბარსელონა
⚽️ 1-0 | გირასი 11’ (დორტმუნდი)
⚽️ 2-0 | გირასი 49' (დორტმუნდი)
⚽️ 2-1 | ბენსებაინი 54’ (ბარსელონა; ავტოგოლი)
⚽️ 3-1 | გირასი 76’ (დორტმუნდი)
კატალონიური გრანდი 1/2-ფინალში ინტერსა და ბაიერნს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. პირველ შეხვედრაში იტალიელებმა გერმანელები 2-1 დაამარცხეს (განმეორებითი მატჩი ხვალ გაიმართება).
"ბლაუგრანას" მომდევნო შეხვედრა ლა ლიგაში, 19 აპრილს, სელტას წინააღმდეგ ელის.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 47 ]