ვოიცეხ შესნი დორტმუნდთან მატჩის წინ

- თამაშის დრო: სამშაბათი, 15 აპრილი, 23:00
"ბარსელონას" პოლონელმა მეკარემ ვოიცეხ შესნიმ დორტმუნდის "ბორუსიასთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
მე აქ იმისთვის ვარ, რომ ტერ შტეგენი შევცვალო და "ბარსას" დავეხმარო. თუ ფლიკი გადაწყვეტს, რომ მარკს ენდოს, მის არჩევანს პატივს ვცემ. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.
რამდენიმე თვის წინ სანაპიროზე ვისვენებდი და ფეხბურთის თამაში არ მსურდა, ახლა კი აქ მოგება ძალიან მომწონს. ჩვენ ბევრს ვშრომობთ, რომ მიზანს მივაღწიოთ.
ესპანურად იმდენად კარგად არ ვსაუბრობ, რომ გუნდს ვერბალურად ვულიდერო ან სხვა ფეხბურთელებს დავეხმარო, რომლებიც ინგლისურად ვერ საუბრობენ. თუმცა ჩემი აქ ყოფნით და ჩემი ხასიათით ვცდილობ, ახალგაზრდებს დავეხმარო.
კარიერის დასრულების შემდეგ დიდი ტიტულების მოგებაზე ფიქრი წარმოუდგენელი ჩანდა, მაგრამ "ბარსაში" გადმოსვლის შემდეგ ეს შეიცვალა. მე ევროპის საუკეთესო კლუბში ვთამაშობ. მოგება მიყვარს და ძალიან მინდა, მოვიგო.
მარკს ძალიან მაღალი დონის მეკარედ ვთვლი. ახლა ჩვენი შედარება უაზრობაა, რადგან მე ფიზიკურად კარგ ფორმაში ვარ, მან კი ტრავმის შემდეგ ვარჯიში ახლახან განაახლა. თუმცა თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, როცა მარკი ჯანმრთელია, მსოფლიოში მასზე უკეთესი ბევრი მეკარე არ მოიძებნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]