კიდევ ერთი ტალანტი პირველ გუნდში? — ჰანსი ფლიკი ახალგაზრდა ფეხბურთელის დაწინაურებას გეგმავს

კიდევ ერთი ტალანტი პირველ გუნდში? — ჰანსი ფლიკი ახალგაზრდა ფეხბურთელის დაწინაურებას გეგმავს

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჰანსი ფლიკი მომავალი სეზონიდან პირველ გუნდში დანი როდრიგესის დაწინაურებას განიხილავს.

გერმანელი მწვრთნელი 19 წლის ფეხბურთელის ტექნიკით, სისწრაფითა და უნივერსალურობით მოხიბლულია.

დანი როდრიგესი ლა მასიელია. ის 2023 წლიდან ბარსა ატლეტიკში ასპარეზობს, რომლის რიგებშიც მის ანგარიშზე 21 მატჩი, 3 გოლი და 5 ასისტია. ამასთან, მან 19-წლამდელთა გუნდთან ერთად, უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე 12 შეხვედრა ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 4 ასისტი მიითვალა.

დანის ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებშიც უთამაშია - ჯამში მის აქტივში 18 მატჩი, 5 გოლი და 1 ასიატია. მან თბილისში, ერთი გოლი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებსაც გაუტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 17 აპრილი 2025 15:25
    0
    ისე ეს რო ადრე მოსულიყო, ვინ იცის რამდენი (ამჟამად გაყიდული) იქნებოდა დაწინაურებული გუნდში, თუნდაც მინგესა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 15 აპრილი 2025 14:53
    3
    უნივერსალი რა თქმქა უნდა პსჟ-ს უჩვენებს. პსჟ თუნდაც არ გევასებოდეს მაინც ხვიჩას ხათრით უნდა უყურო. ხვიჩას დიდი პატივისცემის მიუხედავად პსჟ-ს ხვიჩა კი არა ჩემი შვილი, რომ თამაშობდეს, ის ვერ შემაყვარებს. წინა კვირას პსჟ გაუშვეს, ახლა შეეძლოთ ბარსა გაეშვათ. ვერავინ ვერ გაამტყუნებდა. იტყოდნენ განმეორებითი ბარსა უნდა ვუჩვენოთო, რადგან საქართველოში უამრავი გულშემატკივარი ყავსო. პსჟ-ს კი ხვიჩას თუ არ ჩავთვლით 10 გულშემატკივარი არ ეყოლება. ხვალ რა თქმა უნდა რეალს უჩვენებენ. აქ სპორტიც კი პოლიტიზირებულია. ვისი თამაში გაუშვან ვისი არა. თუ თბილისშია თამაში სამთავრობო ლოჟა უნდა უჩვენონ ხალხს ხშირად, თუ არა გაგიშვებენ სახლში და მოიყვანენ თურქ რეჟისორს.
    გულშემატკივარი [?]
    #7 15 აპრილი 2025 08:22
    1
    ციტატა: M10 S9 D11
    რა პოზიციაზე თამაშობს ეგეც რო დაგეწერათ კაი იქნებოდა გოლების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ ფორვარდი არაა ასისტების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ შემტევი ნახევარ მცველიც არაა და ან ვინგერია ან საყრდენი

    ვინგერია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 15 აპრილი 2025 03:44
    3
    რა პოზიციაზე თამაშობს ეგეც რო დაგეწერათ კაი იქნებოდა გოლების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ ფორვარდი არაა ასისტების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ შემტევი ნახევარ მცველიც არაა და ან ვინგერია ან საყრდენი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #5 14 აპრილი 2025 22:48
    3
    ეს ნოა დარვიხი დავიჯერო ვაბშე ვერაფერია რო გერმანელ ძიასაც ვერ მოაწონა თავი ვერაფრით?! არა და რა იმედი მქონდა მაგ ბიჭის confused
    წევრი [?]
    #4 14 აპრილი 2025 22:00
    7
    აიი ძააან მიხარიაა რო ბავშვებს ესეთ ყურადღებას აქცევს რააა ჩვენი ბაბუა ჰანსი….ხილი ფერნანდესიც გამოცადოს რააა ისე არ გაუშვან გუნდიდან ძაან კაი ტიპია რააა..მოკლედ დიდი იმედი მაქ რომ გადავაბრუნებთ მსოფლიოს ამათით 💙❤️
    Culé [?]
    #3 14 აპრილი 2025 21:23
    4
    ჟილე და ტონი ფერნანდესი არიან დასაწინაურებლები. ლანდრი ფარეც ნელ-ნელა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 აპრილი 2025 21:01
    6
    იცის ამ კაცმა ტალანტებთან მუშაობა, ვნახოთ აბა რა ბიჭებს ამოყრის კიდე.
    გულშემატკივარი [?]
    #1 14 აპრილი 2025 19:42
    3
    კიდევ გილე&ტონი ფერნანდესები და კიმ ჟუნიეტი დააწინაუროს