"მესისთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა, მან ბურთი სახეში გამარტყა" | ტერ შტეგენი

"მესისთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა, მან ბურთი სახეში გამარტყა" | ტერ შტეგენი

ბარსელონას გერმანელმა მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, ყოფილ თანაგუნდელზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა.

"მესი, ალბათ, ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც შეეძლო, თუ მოუნდებოდა, ბურთი სახეში ნებისმიერისთვის გაერტყა. ერთხელ ის ჩემზე გაბრაზდა და ბურთი პირდაპირ სახეში გამარტყა. ლეოს წყენინება არ სურდა, უბრალოდ, მსგავსი ქცევები მისი ნაწილი იყო. რატომ ბრაზდებოდა? ეს თავად არგენტინელს უნდა ჰკითხოთ.

ლიონელს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ერთმანეთს ვერ ვუგებდით და კარგი ურთიერთობა არ გვქონდა: ზოგჯერ მისი ბრალი იყო, ზოგჯერ კი - ჩემი. ეს ჩემს აზრსაც პატივს სცემდა ხოლმე. მესისგან ბევრი ვისწავლე.

ლეოს თამაშის ყურება განსაკუთრებულია. ის ისეთ რაღაცებს ხედავს, რასაც სხვა ვერავინ. თუ მესის შენი შერცხვენა მოუნდებოდა, ამის გაკეთება შეეძლო. არგენტინელი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია.

მესი მოტივაციას ბევრი ისეთი რაღაცებისგან იღებს, რისგანაც ჩვენ ვერ ვიღებთ. ლეო შესანიშნავი პიროვნება იყო, მოედანზეც და მის გარეთაც. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მისნაირს ვერასდროს ვნახავთ," — განაცხადა გერმანელმა.

ტერ შტეგენი და მესი ბარსელონაში თანაგუნდელები 2014-2021 წლებში იყვნენ. მათ ერთად 250 მატჩი ჩაუტარებიათ და ყველა ტიტული მოიგეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 17 აპრილი 2025 15:30
    0
    არვიცი ეხლა ეს ამაყობს თუ იგონებს ლეომ ბურთი გამარტყაო. მერე თუ არ უპასუხე ან დამნაშავე იყავი ან მშიშარა. ასე მგონია და მართლა უნდა დაგეყენებინა საკითხი ან წავალ ან მესიმ ბოდიში მომიხადოსო. მაგრამ ბარსაც უნდოდა, ძირითადიც და ერთი ბურთი სახეში შეირგო? არვიცი ვერ ვუგებ ასეთ ხალხს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 15 აპრილი 2025 18:43
    2
    წარმომიდგენია, მის ადგილას რომ ვყოფილიყავცი და შენთვის, პიკესთვის, ლენგფლესთVის და სეტიენისთვის ან ვალვერდესათვის მეყურებია... ალბას მაგრად გაუმართლა, მაგის ადგილას, მაიამიში რომ ჩამოვიდა, ცალი ფეხით დავკიდებდი, მაგრამ, რაღაცებიც ახსოვდა ჟორდისგან smiley smiley
    წევრი [?]
    #9 14 აპრილი 2025 21:39
    5
    მესი ტყუილად არავის გაუკეთებდწ მაგას. რარომ არ უკეთებდა ინიესტას ხავის ან ნებისმიერს?ძაან შტერდებოდი ხანდახან და ეგ აღიზიანებდა
    Culé [?]
    #8 14 აპრილი 2025 21:36
    10
    მე პირადად ვალდესი მირჩევნია, ტერ შტეგენს.
    Culé [?]
    #7 14 აპრილი 2025 21:22
    3
    ამ ბარსას რომ ყოლოდა მესი ცრუ ცხრიანზე…
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 14 აპრილი 2025 21:00
    2
    ციტატა: Lasha Tchelidze
    როგორი უცნაურია,რომ ლიგაზე ერთადერთი წაგება გვაქვს და იქაც შტეგენი იდგა კარში😀

    სამწუხაროდ ეგ წაგება ტერ შტეგენის კისერზეა თავიდან ბოლომდე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 14 აპრილი 2025 20:55
    6
    ციტატა: La Pulga10
    გაგარტყამდა შე*ემა 3-0 გქონდათ მოფებული და 0-4 წააგეთ. კარებში მე კი არ ვიდექი.

    დემბელესთვის კი ბოულინგის ბურთი უნდა გაერტყა, ბოლოს რაც გააკეთა იმისთვის მაგ ცალფაზიანმა ამებამ.
    გულშემატკივარი [?]
    #4 14 აპრილი 2025 19:47
    3
    როგორი უცნაურია,რომ ლიგაზე ერთადერთი წაგება გვაქვს და იქაც შტეგენი იდგა კარში😀
    Culé [?]
    #3 14 აპრილი 2025 18:44
    6
    მომავალი სეზონისთვის პირველ რიგში მეკარეა მოსაყვანი მაღალი დონის. შტეგენის იმედზე კიდე თუ უნდა ვიყოთ რავი...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 აპრილი 2025 17:51
    23
    გაგარტყამდა შე*ემა 3-0 გქონდათ მოფებული და 0-4 წააგეთ. კარებში მე კი არ ვიდექი.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #1 14 აპრილი 2025 17:50
    8
    ასეთი ტრაკის თამაშის გამო წავიდა მესი და დარჩა პიკეს და ამის ნაროდი. დდშვც.