კარგი ამბავი: დანი ოლმო გამოჯანმრთელდა

ალეხანდრო ბალდეს ტრავმის პარალელურად "ბარსელონას" ლაზარეთიდან კარგი ამბებიც მოდის. "ბლაუგრანას" მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, რომ გუნდის შემტევმა ნახევარმცველმა, დანი ოლმომ ტრავმა სრულად მოირჩინა და ის სათამაშოდ მზადაა.
26 წლის ესპანელმა ტრავმა 28 მარტს "ოსასუნასთან" გამართულ შეხვედრაში (3-0) მიიღო, რის გამოც დანიმ 5 შეხვედრა გამოტოვა.
ოლმო მოსალოდნელზე ადრე გამოჯანმრთელდა და სამშაბათს "დორტმუნდთან" გასამართი მატჩისთვის მას "ბარსას" განაცხადში ვიხილავთ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 32 ]