დანი ოლმო: ყველა ტიტულის მოგება შეგვიძლია

დანი ოლმო: ყველა ტიტულის მოგება შეგვიძლია

"ბარსელონას" ნახევარმცველი დანი ოლმო გუნდის ამბიციებზე, ტიტულების მოგების შანსებზე საუბრობს.

ოლმო ოპტიმისტურადაა განწყობილი და მიიჩნევს, რომ "ბლაუგრანას" მიმდინარე სეზონში ტრებლის მოგება შეუძლია. "ბარსა" ლა ლიგაში - სატურნირო ცხრილის სათავეში, ესპანეთის თასზე - ნახევარფინალში, ჩემპიონთა ლიგაზე კი მეოთხედფინალში იმყოფება.

მიხარია, რომ ხალხი "ბარსელონათი" აღფრთოვანებულია. აქ მოსაგებად მოვედი და დარწმუნებული ვარ, გვყავს გუნდი, რომელიც ყველაფერს მოიგებს.

კვლავ ყველა ტურნირზე ვმონაწილეობთ. ეს იყო მიზანი, გამარჯვებისთვის ბრძოლა და სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე სწორედ ამას ვაკეთებთ.

"რეალ მადრიდთან" შეხვედრის შესაძლებლობა ჩემპიონთა ლიგის ფინალში? კარგი მატჩი იქნებოდა, არა?

- ციტირებს ოლმოს სიტყვებს Marca.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 28 მარტი 2025 14:35
    0
    შენ რო ასე ხშირად არ იტრამვებოდე ბევრად უფრო აწყობილი და შეთამაშებული გუნდი ვიქნებოდით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 27 მარტი 2025 22:17
    0
    შენ ცოტა მოუმატე თორემ ასე შორს ვერ გავფრინდებით. კარგად დაიწყე და ტრავმის მერე ჩაქრი რასაც ქვია.
    ფანი [?]
    #1 27 მარტი 2025 14:50
    0
    შენ თუ მოუმატებ definitely