მარათონი იწყება - 7 მატჩი 19 დღეში

მარათონი იწყება - 7 მატჩი 19 დღეში

"ბარსელონა" სეზონის ბოლო, გადამწყვეტ ნაწილს იწყებს. "ბლაუგრანა" კვლავ სამივე ტურნირზე მონაწილეობს, რაც, რა თქმა უნდა, კარგი ამბავია, მაგრამ ეს ასევე ძალიან დატვირთულ კალენდარს ნიშნავს. კატალონიურ კლუბს ლა ლიგაში, ესპანეთის თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე 3 კვირაზე ნაკლებ დროში, სულ რაღაც 19 დღეში, მინიმუმ 7 მატჩის ჩატარება მოუწევს.

"ბარსა" "ოსასუნათი" დაიწყებს. ჰანსი ფლიკის გუნდი პამპლონელებს ხვალ, 27 მარტს, უმასპინძლებს. ამ თამაშიდან მხოლოდ სამ დღეში, 30 მარტს, "ბლაუგრანა" კატალონიურ დერბიში "ჟირონას" მასპინძლობს. "ბარსელონა" ასევე სულ რაღაც სამ დღეში, ოთხშაბათს, 2 აპრილს, კოპა დელ რეის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში "ატლეტიკოს" ესტუმრება, შაბათს, 5 აპრილს კი, "ბეტისს" საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება.

ესპანეთის ჩემპიონატში "ბეტისთან" თამაშის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის დროც დგება. კატალონიელები "დორტმუნდს" 9 აპრილს და 15 აპრილს, შესაბამისად, ჯერ - შინ, შემდეგ გასვლაზე შეხვდებიან, ამ მატჩებს შორის კი, 13 აპრილს, "ლეგანესს" ეწვევიან.

ამით ყველაფერი არ მთავრდება. თუ "ბარსელონა" ესპანეთის თასის ფინალში გავა, გუნდს 26 აპრილს თამაში მოუწევს. ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გასვლის შემთხვევაში "ბლაუგრანა" საშინაო მატჩს აპრილის ბოლო კვირაში გამართავს, განმეორებითს კი - მაისის პირველ კვირაში. სამივე ტიტულისთვის ბრძოლა ყოველ 3-4 დღეში ერთხელ თამაშს ნიშნავს.

იმედია, ეს ყველაფერი შედეგს მოიტანს და სეზონის ბოლოს ტიტულებს ვიზეიმებთ!

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 28 მარტი 2025 14:49
    0
    აი ეს ყველაზე რთული და გადამწყვეტი მომენტი იქნება ყველა ტიტულზე გასაწევად, ახლა წყდება რო იტყვიან ყველა ტიტულის ბედი ვინ სად წავა. იმედია ბარსელონაში ენდომება ყველას. ღმერთიც შეგვეწვევა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 27 მარტი 2025 22:04
    0
    ლოცვა უნდა გავაძლიეროთ, რომ ყველა ჯანმრთელი დარჩეს. ასეთ დატვირთვას ძნელია გაუძლოს ადამიანმა. ეს კი ცალ ფეხზე კიდიათ ძლიერთა ამა ქვეყნისათა, მთავარია ფული ბაბაია..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 27 მარტი 2025 21:09
    0
    ეს უკვე მარაზმია, როდისღა უნდა დაისვენონ ფეხბურთელებმა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 27 მარტი 2025 17:55
    0
    ტრავმირებულები + ჩვენი შემადგენლობის სიღრმე confused
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 27 მარტი 2025 09:31
    0
    "იმედია, ეს ყველაფერი შედეგს მოიტანს და სეზონის ბოლოს ტიტულებს ვიზეიმებთ!"
    იმედია, იმედია და უნდა მოიტანოს ამ სეზონმა ტიტულები. ამ სეზონიდან სასიამოვნოდ გასახსენებელი ამბები ბევრი დაგვიგროვდა უკვე, ახლა ისეთი პერიოდი იწყება სრულად ჩვენი ფილოსოფიით თამაშს არც უნდა ველოდოთ და არც ბევრი მოვითხოვოთ გუნდისგან, 19 დღეში 7 თამაში წარმოუდგენელია უბრალოდ, თითო თამაშისთვის სამ დღეზე ნაკლები ექნებათ მოსამზადებლად, რაც იმას ნიშნავს რომ ყოველი მომდევნო მატჩისთვის მიმდინარე თამაშის მეორე ტაიმიდანვე უნდა დაიწყო ფიქრი და მზადება, მთავარი ახლა შედეგებია და არა ანგარიშები. მიიყვანს ფლიკი დაწყებულს ბოლომდე მე მჯერა!
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #7 27 მარტი 2025 08:44
    2
    ციტატა: Vamsdreini.1
    ლა ლიგის თამაშებიდან ალბათ ბეტისი არის ყველაზე რთული, დანარჩენებს პირველივე ტაიმში გავარღვევთ და მეორე ტაიმი მოვალეობის მოხდის მიზნით იქნება. რეალურად რთული და დამღლელი ატლეტიკო იქნება, დორტმუნდიც არაა ალამუთის ციხე.

    ბეტისი მიცენზურდა წელს კოპაზე მაგრამ იმ 2:2 ის მერე კიდე უნდა გაირღვეს შუაზე ეგ ახვარი კლუბი 1:2 კარგად ვიგებდით და ბოლო წამზე დაგვაკარგინა ქულები

    ციტატა: mari
    რეალის ქალები გავარდნენ არსენალთან ჩემპ.ლიგის 1/4 ფინალში, ჩვენები დღეს თამაშობენ განმეორებითს ვოლფსბურგთან ფორით 4:1...
    წარმატებები ჩვენს გოგონებს!!!
    ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

    მაგენი კაცებშიც გავარდებიან არსენალთან🤭🤭🤭🤭
    ფანი [?]
    #6 27 მარტი 2025 01:50
    4
    რეალის ქალები გავარდნენ არსენალთან ჩემპ.ლიგის 1/4 ფინალში, ჩვენები დღეს თამაშობენ განმეორებითს ვოლფსბურგთან ფორით 4:1...
    წარმატებები ჩვენს გოგონებს!!!
    ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
    Culé [?]
    #5 27 მარტი 2025 01:37
    4
    კასადო ძალიან ცუდ დროს დაგვემტვრა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 27 მარტი 2025 00:35
    5
    რაამბავია ბიჭოო აი რაამბავი სრული სიგიჟე და სისულელე მაინცამაინც ვინმეს გული უნდა გაუჩერდეს რო რაღაც შეცვალონ? არშეიძლება ასე :/
    --------------------
    graceas pep
    ფანი [?]
    #3 27 მარტი 2025 00:33
    0
    აჰა,თავიდან არ დავიჯერე მარა უკვე იმდენმა დაპოსტა X-ზე რო AI-generated არ იქნება, სკალონი რო თამაშის მერე რაფას გადაეხვია
    Culé [?]
    #2 27 მარტი 2025 00:14
    0
    შესნი
    კუნდე-გარსია-ინიგო-ბალდე
    დე იონგი-პედრი
    ოლმო-ფერმინი-ფერანი
    ლევანდოვსკი

    ცვლილებები:

    პედრი-გავი
    ოლმო-იამალი
    ფერანი-პაუ ვიქტორი
    ფერმინი-ტორე
    დე იონგი-ფორტი (კუნდე ცენტრში და საყრდენად გარსია)
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    გულშემატკივარი [?]
    #1 27 მარტი 2025 00:03
    0
    ლა ლიგის თამაშებიდან ალბათ ბეტისი არის ყველაზე რთული, დანარჩენებს პირველივე ტაიმში გავარღვევთ და მეორე ტაიმი მოვალეობის მოხდის მიზნით იქნება. რეალურად რთული და დამღლელი ატლეტიკო იქნება, დორტმუნდიც არაა ალამუთის ციხე.