ბარსელონა მონაკოს მარჯვენა მცველს უმიზნებს

“ბარსელონა” ფრანგული “მონაკოს” მარჯვენა მცველით, ვანდერსონით ინტერესდება. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
კატალონიური წყარო იუწყება, რომ “ბარსას” სპორტულ დირექტორს, დეკუს, ვანდერსონი ძალიან მოსწონს და ზაფხულში მისი გუნდში მოყვანა უნდა. ჰანსი ფლიკი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ გუნდს გამოცდილი, მაღალი დონის მარჯვენა მცველი სჭირდება. გერმანელი სპეციალისტი 23 წლის ფეხბურთელის დამატებაზე თანახმაა.
იგივე წყარო იტყობინება, “ბლაუგრანა” უკვე ბოლო რამდენიმე თვეა ბრაზილიელი მოთამაშის ტრანსფერზე მუშაობს. კატალონიურ კლუბში გადმოსვლა თავად ფეხბურთელსაც სურს.
ასევე Sport-ის ცნობების თანახმად, “ბარსელონაში” მიიჩნევენ, რომ ვანდერსონი დანი ალვესის პროფილის ფეხბურთელია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]