რაფინიამ ვინისიუსი არგენტინასთან მატჩის გამოტოვებისგან იხსნა
დღეს, გამთენიისას, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრაზილია კოლუმბიას დაუპირისპირდა და 2-1 დაამარცხა.
აღნიშნულ მატჩში საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა - შეხვედრის მიწურულს ვინისიუსი შეცვალეს, მაგრამ მოედნიდან გასვლამდე ის დროის გაყვანას ცდილობდა. ამის გამო ვინისთან რაფინია მივიდა და სწრაფად გასვლა აიძულა.
აღსანიშვნავია, რომ ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში, ვინისიუსი დისკვალიფიკაციის გამო არგენტინასთან 26 მარტს გასამართ დაპირისპირებას გამოტოვებდა.
ხსენებულ მატჩში ბრაზილიამ სწორედ რაფინიასა და ვინისიუსის გოლებით მოიგო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]