ბარსელონა ადასტურებს - თბილისში კლუბის ოფიციალური მაღაზია იხსნება
რამდენიმე წუთის წინ "ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომელიც კლუბის ქართველ გულშემატკივრებში ბოლო კვირების განმავლობაში არაერთ კითხვას აჩენდა.
"ბლაუგრანა" ადასტურებს, რომ კლუბის ისტორიაში პირველად ოფიციალური მაღაზია ესპანეთის ფარგლებს გარეთ იხსნება და ჩვენთვის სასიხარულოდ და საამაყოდ, ეს საქართველოს დედაქალაქში მოხდება.
თბილისის ცენტრში, კოსტავას ქუჩის 23 ნომერში (ფილარმონიის მიმდებარედ) Barça Store Georgia გულშემატკივრებს 29 მარტიდან უმასპინძლებს და მათ ჩვენი საყვარელი კლუბის ოფიციალურ პროდუქციას შესთავაზებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]