პაუ კუბარსი ტრავმირებულია

გუშინ ერთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში (2-2) ესპანეთი ნიდერლანდებს დაუპირისპირდა. მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია სასტარტო შემადგენლობაში მყოფ პაუ კუბარსის, რომელმაც ტრავმა მიიღო.
COPE-ს ინფორმაციით, კუბარსიმ კოჭ-წვივის სახსარი დაიჭიმა. წყაროს ცნობებით, 18 წლის ცენტრალურ მცველს დღეს დამატებითი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება და გადაწყდება, ითამაშებს თუ არა ის კვირას "ნარინჯისფრების" წინააღმდეგ გასამართ განმეორებით შეხვედრაში.
კუბარსის მხოლოდ მცირე დაჭიმულობა აქვს. იმედი გვაქვს და გვინდა, რომ ის კვირას მზად იყოს. პაუს დაზიანება სერიოზული არ ჩანს და უნდა დავაკვირდეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ გავრისკავთ.
- განაცხადა "ფურია როხას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ თამაშის შემდეგ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]