რუდ გულიტი: დე იონგს ვაკრიტიკებდი, მაგრამ ახლა ფრენკი ქებას იმსახურებს

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა რუდ გულიტმა თანამემამულეზე, "ბარსელონას" ნახევარმცველზე, ფრენკი დე იონგზე ისაუბრა.
დე იონგი ბევრჯერ გამიკრიტიკებია. რამდენიმე თვის წინ ყველა ვფიქრობდით, რომ ის სათადარიგო ფეხბურთელი გახდებოდა. ახლა ფრენკიმ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნა, საუკეთესო ფორმა აღიდგინა და იგი კვლავ გუნდის საკვანძო მოთამაშეა.
უნდა ვაღიაროთ, რომ დე იონგის გაუმჯობესება დიდი წარმატებაა. მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, ეს ნაკრებს ძალიან წაადგება. ფრენკი შესანიშნავია, მაგრამ, თუ კარგად არ ითამაშებს, მას ისევ გავაკრიტიკებ. დღეისათვის ის კარგად გამოიყურება და მსოფლიოში, რაც არსებობს, ყველანაირ ქებას იმსახურებს.
- ციტირებს გულიტის სიტყვებს Ziggo Sport.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]