ბარსას ქალთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის საგზური თითქმის გაინაღდა

ბარსას ქალთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის საგზური თითქმის გაინაღდა

გუშინ ქალების ჩემპიონთა ლიგაზე 1/4-ფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა. ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა და ბოლო წლების საუკეთესო გუნდმა, "ბარსელონამ" სტუმრად დამაჯერებლად მოიგო და 1/2-ფინალის საგზური თითქმის გაინაღდა.

"ბლაუგრანა" 2022/23 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ფინალისტს, "ვოლფსბურგს" დაუპირისპირდა და 2 წლის წინანდელი შემთხვევისგან განსხვავებით, მარტივად იმარჯვა. გერმანიაში გამართული შეხვედრა სტუმრებმა ანგარიშით 4-1 მოიგეს.

პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი გავიდა და ის გერმანელებმა საკუთარ კარში გაიტანეს. შესვენების შემდეგ კი ესპანელთა მხრიდან თავი პარედესმა, პარალუელომ და შერტენლაიბმა გამოიჩინეს, რასაც მეტოქემ მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმით უპასუხა.

განმეორებითი შეხვედრა, რომელსაც ბარსელონა უმასპინძლებს, 27 მარტს გაიმართება.

მეოთხედფინალური ბადის მეორე წყვილში "მანჩესტერ სიტიმ" "ჩელსი" მოულოდნელად 2-0 დაამარცხა. ნახევარფინალში "ბარსას" მეტოქე ამ წყვილის გამარჯვებული იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ახალბედა [?]
    #7 22 მარტი 2025 21:44
    1
    მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ერთა ლიგის წყალობით აღმოვჩნდით ევროპის ჩემპიონატზე და ჩვენც გავუგეთ გემო, იმას თუ რას ნიშნავს შენი ეროვნული ნაკრები რომ დიდ ტურნერზეა და შენი ქვეყნის ჰიმნი ჟღერს ამხელა ტურნირზე, მაინც "ხიხია" ეს ერთა ლიგა და ფეხბურთი-
    სთვის კარგი არაფერი მოაქვს.

    ზოგადად კარგი იქნება დაახლოებით ისეთი ფორმატი თუ გაკეთდება შესარჩევის, როგორიც ჩემპიონთა ლიგა, ოღონდ უნდა დაყონ რამდენიმე დიდ ჯგუფებად და ფეხბურთელებს უფრო ნაკლები მატჩის ჩატარება უნდა უწევდეთ. ასევე- სანაკრებო მატჩებისთვის უნდა იყოს გამოყოფილი მხოლოდ რამდენიმე დღე წელიწადში და მალე გაირკვეს თუ რომელი ნაკრებები ითამაშებენ დიდ ტურნირებზე.


    კასადოს ტრავმა არის ძალიან ცუდი, რადგან საყრდენად ისევ დე იონგი დადგება თუ ეგეც არ აილეწა. ერთი სასიამოვნო ინფორმაცია ის არის,რომ მეორე საყრდენი გვიბრუნდება ზაფხულში რომ დაგვიშალეს. რა თქმა უნდა- რთული იქნება ფორმაში შესვლა, თან ახალგაზრდაა და ძირითადში ფეხის მოკიდებას მაშინ იწყებდა, როდესაც დაიმტვრა, მაგრამ ფლიკმა მკვდარი გუნდი გააცოცხლა და არ გამიკვირდება მის ხელში -ეგ ბიჭიც ისე ჩაჯდეს გუნდში, თითქოს არაფერი მომხდარა.


    დაცვის მხრივ არ მეშინია. მთავარია შეტევაში არ გამოგვაკლდეს ვინმე, თორემ აი მერე დავემშვიდობოთ ყველა ტიტულს.

    კუბარსის გარსია ჩაანაცვლებს და კუბარსისაც არ ეტყობოდა ისეთი ტრავმის დიდი ხნით რომ გამოგვაკლდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 21 მარტი 2025 00:29
    0
    მთავარი კონკურენტი მაინც ლიონია. დიდი ალბათობით ფინალი ისევ ბარსა-ლიონი იქნება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 20 მარტი 2025 17:48
    1
    ქალებზე ქების მეტი არაფერი გვეთქმის, მაგრამ ამ ბარსა ბ-ს რა ეშველება იქედანაც, რომ ვარდება. არც კი ვიცი ვინაა მათი მწვრთნელი. რაღაცა ქნან ამის დედაც.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 20 მარტი 2025 17:28
    2
    რეალთან საერთოდ არ ქონიათ წაგება ჩვენ ქალებს, ყველა თამაში მოუგეს.
    წევრი [?]
    #3 20 მარტი 2025 14:41
    0
    ნეიმარი ისევ ღალატში დაადანაშაულეს!? 😱‼️

    🇧🇷🗞 ბრაზილიური მედიის ცნობით, ნეიმარი ღამეს 4 ესკორტთან ერთად ატარებდა კერძო სახლში, სადაც რამდენიმე ავტობუსი სექს-მუშაკებით იყო მისული. ჟურნალისტმა ლეო დიასმა ნეიმარისა და ორი ქალის ოთახში შესვლის ვიდეო 50,000 ევროდ შეიძინა, თუმცა ფეხბურთელის მამამ 80,000 გადაიხადა, რომ ეს ვიდეო არ გასაჯაროვებულიყო. ვიდეო მაინც გავრცელდა, და ნეიმარის ორსულმა შეყვარებულმა უკვე ნახა.

    🔙 წყვილს პირველი შვილი 2023 წელს ეყოლათ. ცნობისთვის ნეიმარმა აღიარა რომ ამ დროსაც ღალატობდა ბრუნას... მან ბოდიში ინსტაგრამზე მოუხადა მის შეყვარებულს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 მარტი 2025 10:44
    3
    ქალებში ძაან მაღლა ვართ😃😃
    გულშემატკივარი [?]
    #1 20 მარტი 2025 09:18
    10
    ძაან მარტივად მოგვაქვს აქ ზედიზედ ლიგის თასიიი😀❤️იმედია უხლოეს წლებში ლიონსაც გადავასწრეებთ