ოფიციალურად: მარკ კასადოს ოპერაცია არ სჭირდება

ოპტიმისტური მოლოდინები გამართლდა - "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველ მარკ კასადოს ოპერაციის გაკეთება არ სჭირდება.
"ბლაუგრანას" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კასადოს დილით დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და დადასტურდა, რომ მას მარჯვენა მუხლის გვერდითი იოგი ნაწილობრივ აქვს გაწყვეტილი. 21 წლის ფეხბურთელი კონსერვატიული მეთოდით იმკურნალებს.
კატალონიური კლუბი ადასტურებს, რომ მარკს, სავარაუდოდ, დაახლოებით ორი თვე გაუცდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]