ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი - რაფინია ფავორიტია

ბრიტანულმა Goal-მა "ოქროს ბურთის" მოგების კანდიდატთა განახლებული სია გამოაქვეყნა, რომლის სათავეშიც "ბარსელონას" ბრაზილიელმა ვარსკვლავმა რაფინიამ გადაინაცვლა.
რეიტინგში რაფინიას "რეალ მადრიდის" ლიდერი კილიან მბაპე მოსდევს. სამეულში მოხვდა "ბლაუგრანას" კიდევ ერთი ფეხბურთელი, 17 წლის ვუნდერკინდი, ლამინ იამალი.
"ოქროს ბურთის" მოგების პრეტენდენტთა ათეულში ასევე კიდევ ორი "ბარსელონელი" იმყოფება - პედრი და რობერტ ლევანდოვსკი.
ათეული ასე გამოიყურება:
- რაფინია (ბარსელონა)
- კილიან მბაპე (რეალ მადრიდი)
- ლამინ იამალი (ბარსელონა)
- ჰარი კეინი (ბაიერნი)
- უსმან დემბელე (პსჟ)
- მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
- პედრი (ბარსელონა)
- რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
- ვინისიუსი (რეალ მადრიდი)
- ჯუდ ბელინგემი (რეალ მადრიდი)
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]