ატლეტიკო-ბარსელონა - 5 რამ, რაც უნდა ვიცოდეთ

ატლეტიკო-ბარსელონა - 5 რამ, რაც უნდა ვიცოდეთ

  • თამაშის დრო: კვირა, 16 მარტი, 23:55

ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს "ბარსელონა" და "ატლეტიკო" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა დიდ ინტერესს იწვევს, რადგან დიეგო სიმეონეს გუნდი სატურნირო ცხრილში "ბლაუგრანას" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი "როხიბლანკოსთან" სტუმრად გასამართი თამაშის წინ რამდენიმე საინტერესო ფაქტს წარმოგვიდგენს.


ამბიციური ატლეტიკო

"ატლეტიკომ" "ბარსასთან" მიმდინარე გათამაშების პირველ შეხვედრა მოიგო და 3 ქულა დაიმსახურა. სიმეონეს გუნდი ამჯერად უკვე საკუთარ კედლებში ეცდება, 2005/06 წლების შემდეგ პირველად "ბლაუგრანა" სეზონის მეორე მატჩშიც დაამარცხოს.


მშრალად შენახული კარი

"მეტროპოლიტანოზე" ბოლოს გამართულ 4 თამაშში გუნდებს 2-2 მოგება აქვთ. თითოეულ შემთხვევაში გამარჯვებულმა მხარემ კარის მშრალად შენახვა მოახერხა. 2020/21 წლებში "ატლეტიკომ" 1-0 იმარჯვა. იგივე განმეორდა მომდევნო სეზონშიც, როდესაც მადრიდელებმა 2-0 მოიგეს, ბოლო ორ გათამაშებაში კი სცენარი შეიცვალა და ამჯერად უკვე "ბარსელონა" იმარჯვებდა. კატალონიელებმა ჯერ 1-0 მოიგეს, შემდეგ კი - 3-0.


მადრიდი - ფავორიტი ქალაქი

"ბარსელონას" ბოლო დროს დედაქალაქში თამაში ძალიან კარგად გამოსდის. კატალონიელებმა მადრიდში ბოლო 3 ვიზიტისას ქულების მოპოვება თითოეულ შეხვედრაში მოახერხა. "ბარსამ" "რაიო ვალიეკანოსთან" და "რეალ მადრიდთან" მოიგო, "ხეტაფესთან" კი ფრე ითამაშა. თუ "ბლაუგრანა" დღეს მინიმუმ ქულის მოპოვებას შეძლებს, ჰანსი ფლიკის გუნდს მადრიდში 4-მატჩიანი წაუგებელი სერია ექნება. ასეთი რამ 2019 წლის შემდეგ არ მომხდარა.


გავი - საკვანძო ფეხბურთელი ატლეტიკოსთან

გავიმ "ატლეტიკოსთან" 5 ჩატარებულ მატჩში ერთი გოლი და ორი ასისტი მიითვალა. 20 წლის ნახევარმცველს ასეთი შედეგი მხოლოდ "ელჩეს" წინააღმდეგ აქვს.


14 წაუგებელი თამაში

"ატლეტიკო" ლა ლიგაში საკუთარ კედლებში ზედიზედ ბოლო 14 მატჩია, არ დამარცხებულა. ბოლოს მადრიდელები "მეტროპოლიტანოზე" გასული გათამაშების ბოლოსწინა შეხვედრაში "ოსასუნასთან" ანგარიშით 1-4 დამარცხდნენ. დღეს "ბარსელონას" შანსი აქვს, "ატლეტიკოს" წაუგებელი სერია დაასრულოს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 17 მარტი 2025 14:18
    0
    ციტატა: me da barca
    ჩოლომ ნახევარი არგენტინა ატლეტიკოში მოიყვანა და რობოტებად აქცია. 6 არგენტინელი ფეხბურთელი ირიცხება ატლეტიკოში. 120 წუთი ითამაშეს და დაღლილები იქნებიანო. ჯერ ეს ერთი 4 დღე დაისვენეს და ეს რობოტები 120 წუთი კი არა 240 წუთი, რომ ათამაშო მე მგონი გაძლებენ.

    ისე არგენტინის ნაკრებში უფრო მეტი ფეხბურთელი მიდის ატლეტიკოდან ვიდრე ესპანეთისაში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 16 მარტი 2025 23:17
    1
    დღეს ფლიკს უფლება არ აქვს 3 ქულის გარეშე წამოვიდეს სახლში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 16 მარტი 2025 23:17
    0
    ჩოლომ ნახევარი არგენტინა ატლეტიკოში მოიყვანა და რობოტებად აქცია. 6 არგენტინელი ფეხბურთელი ირიცხება ატლეტიკოში. 120 წუთი ითამაშეს და დაღლილები იქნებიანო. ჯერ ეს ერთი 4 დღე დაისვენეს და ეს რობოტები 120 წუთი კი არა 240 წუთი, რომ ათამაშო მე მგონი გაძლებენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 16 მარტი 2025 23:17
    1
    დღეს მოგება ლალიგის თასის ნახევრად აღმართვის ტოლფასი იქნება.
    წარმატება ვუსურვოთ ბიჭებს!
    გულშემატკივარი [?]
    #1 16 მარტი 2025 19:05
    9
    დღეს უნდა დავუსვათ წერტილი ამ ნახირს..3 ქულააა ასაღები აუცილებლად❤️💙