ესპანეთის ნაკრებში 7 ბარსელონელი მოხვდა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ მარტის სანაკრებო პაუზისთვის განაცხადი დაასახელა.
როგორც ხშირად ხდება ხოლმე, "ფურია როხაში" ყველაზე მეტი წარმომადგენელი "ბარსელონას" ჰყავს. ესპანეთის ნაკრებში "ბლაუგრანას" 7 ფეხბურთელს უხმეს: ინიგო მარტინესი, პაუ კუბარსი, მარკ კასადო, პედრი, ლამინ იამალი, ფერან ტორესი, დანი ოლმო.
ეროვნული გუნდის მიღმა დარჩნენ გავი, ფერმინ ლოპესი და ალეხანდრო ბალდე.
განაცხადში ასევე მოხვდნენ "ბარსელონას" აღზრდილი ფეხბურთელები: ოსკარ მინგესა, მარკ კუკურეია და ალეხანდრო გრიმალდო.
ესპანეთის ნაკრები UEFA-ს ერთა ლიგის 1/4-ფინალში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. დე ლა ფუენტეს გუნდი პირველ შეხვედრას 20 მარტს სტუმრად, განმეორებითს კი 23 მარტს საკუთარ კედლებში გამართავს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 29 ]