ბენფიკა დამარცხებულია — ბარსელონა 1/4-ფინალში გავიდა!

ბენფიკა დამარცხებულია — ბარსელონა 1/4-ფინალში გავიდა!

ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით მატჩში ბენფიკა 3-1 დაამარცხა, ორი შეხვედრის ჯამში კი მეტოქეს 4-1 მოუგო და ტურნირის შემდეგ ეტაპზეა.

დღევანდელ მატჩში ბარსა რაფინიამ დააწინაურა. მალევე, ნიკოლას ოტამენდიმ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ლამინ იამალმა ბრწყინვალე გოლით ჰანსი ფლიკის გუნდი კვლავ წინ გაიყვანა. პირველი ტაიმის მიწურულს რაფინიამ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ბრაზილიელმა ლისაბონელებს პირველ მატჩშიც გაუტანა.

"ბლაუგრანა" 1/4-ფინალში დორტმუნდსა და ლილს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. სიგნალ იდუნა პარკზე, მათ შორის გამართული პირველი შეხვედრა 1-1 დასრულდა, განმეორებითი მატჩი კი ხვალ, საფრანგეთში ჩატარდება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 13 მარტი 2025 22:27
    0
    იმედია ბიჭებს გააზრებული აქვთ, რამხელა საქმე გაკეთდა და კიდევ რამდენია გასაკეთებელი. ამიტომ ვფიქრობ ძალებს არ დაზოგავენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 12 მარტი 2025 09:41
    1
    დღეს მშვიდად ჩავუჯდეთ დორტმუნდი-ლილს, ალბათ უფრო ლილის გასვლა გვაწყობს, მაგრამ უეჭველია ფავორიტები ვართ ორივე მეტოქესთან.
    წევრი [?]
    #5 12 მარტი 2025 02:17
    0
    ბიჯო რათუნდა ხუთასჯერ როწერ ამერთიდაიგივე კომენტარებს ნონ ადრესიტო
    გულშემატკივარი [?]
    #4 12 მარტი 2025 02:16
    0
    საფრანგეთში იქნება მატჩი და არა გერმანიაში. ლილი თუ გაძვრება ალბათ მაინც უკეთესია. სიგნალ იდუნა პარკზე მეორე თამაშის ჩატარება საშინელებაა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 12 მარტი 2025 01:27
    1
    ციტატა: Vamsdreini.1
    ისეთი ბადე გვაქვს ფინალამდე ერთადერთი ვინც შეიძლება წინააღმდეგობა გაგვიწიოს ინტერია. ისიც ავტობუსის გამო, ბაიერნი სუპერშემტევი არის და ვინც სივრცე დატოვა კი ამოტენეს კარგად. წელს ლიგა დაიდოს ჰანსი ბიძია.

    ინტერი მაგარი უხერხული, ნაწყლი გუნდია, სწორედ მაგ ავტობუსა სტილის გამო გამო.
    [?]
    #2 12 მარტი 2025 01:04
    0
    ციტატა: Vamsdreini.1
    ისეთი ბადე გვაქვს ფინალამდე ერთადერთი ვინც შეიძლება წინააღმდეგობა გაგვიწიოს ინტერია. ისიც ავტობუსის გამო, ბაიერნი სუპერშემტევი არის და ვინც სივრცე დატოვა კი ამოტენეს კარგად. წელს ლიგა დაიდოს ჰანსი ბიძია.

    ინტერს ფეინოორდი ბოის აძლევს მარა გავა უეჭველი, აი მერე ბაიერნს უნდა გავაგდებინოთ
    ფანი [?]
    #1 12 მარტი 2025 00:11
    3