ბენფიკასთან დაცვის ცენტრში რონალდ არაუხო და ინიგო მარტინესი ითამაშებენ

- თამაშის დრო: სამშაბათი, 11 მარტი, 21:45
ხვალ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით მატჩში "ბენფიკას" უმასპინძლებს. კატალონიური გუნდი შეხვედრას უპირატესობით ხვდება.
"ბლაუგრანას" მთავარი დანაკლისი პაუ კუბარსი იქნება. ახალგაზრდა უკანახაზელმა წინა მატჩის 22-ე წუთზე წითელი ბარათი დაიმსახურა, რის გამოც კუბარსი დისკვალიფიცირებულია და მას ხვალინდელი თამაშის გამოტოვება მოუწევს. პაუს გაძევების შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა მოედნიდან ნახევარმცველი დანი ოლმო გაიყვანა და მის ნაცვლად თამაშში რონალდ არაუხო ჩართო, რომელიც დაცვის ცენტრში ინიგო მარტინესს შეუწყვილა. ამან იმუშავა და კაცნაკლულმა "ბარსამ" მეტოქე სტუმრად ანგარიშით 1-0 დაამარცხა.
Sport-ის ვარაუდით, მოსალოდნელია, რომ დაცვის ხაზში ცვლილებები არ იქნება და ფლიკი ცენტრში კვლავ არაუხოსა და ინიგოს წყვილს ენდობა.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 14 ]