მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს შჩესნის გადავცემ - პედრი

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, "ბენფიკასთან" გამართული თამაშის (0-1) საუკეთესო ფეხბურთელმა, პედრიმ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
დღევანდელი მოგება ძალიან ღირებულია, განსაკუთრებით წითელი ბარათის გამო.
ვფიქრობ, კუბარსის ჯარიმამდე, რომელიც გაძევებით დასრულდა, დე იონგზე ჯარიმა იყო.
ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა 10 კაცით დარჩენის შემდეგ. კმაყოფილები ვართ. თავს კარგად ვიცავდით.
შჩესნიმ დღეს ბევრჯერ გადაგვარჩინა. ბედნიერ ვარ, რომ ის გუნდში გვყავს.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს შჩესნის გადავცემ. ამაზე გასახდელში ვისაუბრეთ. მან ეს დაიმსახურა. ვოიცეხმა დღეს ყველაფერი აიღო.
კუბარსი წითელი ბარათის გამო მოწყენილია, მაგრამ ეს ნორმალურია. პაუს ჩვენი მხარდაჭერა აქვს.
ეს ჩემთვის ძალიან დამღლელი თამაში იყო, მაგრამ გუნდის დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]