ვოიცეხ შჩესნი: ჩემი საუკეთესო თამაში წინ გველის

"ბენფიკასთან" გამართული თამაშის (0-1) გმირმა, ვოიცეხ შჩესნიმ თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში ვოიცეხმა 8 დარტყმა მოიგერია, აქედან რამდენიმე ძალიან რთული. პოლონელი მეკარე ძალიან კარგი იყო გამოსვლებზეც და ის კაცნაკლულ "ბარსელონას" მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა. მჭიდროდ, კომპაქტურად უნდა გვეთამაშა და მეტოქისთვის შეტევაზე გადმოსვლის საშუალება არ მიგვეცა. კარგი გუნდური თამაში ჩავატარეთ, ხასიათი ვაჩვენეთ და დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია სხვანაირად, ბრძოლითაც მოვიგოთ.
იანვარში "ბენფიკასთან" გამართული თამაშის შემდეგ მნიშვნელოვანი იყო, რომ ბევრი გოლი აღარ გაგვეშვა. ჩემი საუკეთესო თამაში კი ჯერ კიდევ წინ გველის.
შჩესნის გმირობის მიუხედავად თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად პედრი დასახელდა, რაზეც პოლონელმა იხუმრა:
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]