დავიდ ვილია ბარსელონაზე, გვარდიოლაზე, მესიზე, ფლიკზე, ლევანდოვსკიზე, იამალზე...

ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა დავიდ ვილიამ Mundo Deportivo-სთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც მან სხვადასხვა საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
ახლანდელი ბარსელონა
"ბარსელონა" გარდამავალ ეტაპზეა, მაგრამ კლუბი ასეთ დროს გამოსავალს ყოველთვის პოულობდა. ისეთი ტალანტებით, როგორებიც გავი და პედრი არიან, ჩანს, რომ მომავალი საიმედო ხელშია.
პეპ გვარდიოლა
პეპი გენიოსი იყო. მისი ტაქტიკური გაგება და ფეხბურთელებისგან მაქსიმუმის მიღების შესაძლებლობა შეუდარებელი იყო. თითოეული თამაში ჭადრაკის პარტიას ჰგავდა, რომელშიც გვარდიოლა ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყო.
ლიონელ მესი
მესი საუკეთესოა, ვისთანაც ოდესმე მითამაშია. მისი ხედვა, დრიბლინგი და მომენტის დაგვირგვინების უნარი უსაზღვრო იყო. მასთან ერთად ყოველდღე ვარჯიში პრივილეგია იყო. ლეო მატჩებში ყველაფერს გვიადვილებდა.
ჰანსი ფლიკი
ფლიკი დიდებული მწვრთნელია გამარჯვებულის მენტალიტეტით. ჰანსის მიუნხენური გამოცდილება ამ ყველაფერზე მეტყველებს. მას შეუძლია, "ბარსელონას" ბევრი რამ მისცეს. საინტერესო იქნება, როგორ მოერგება ის კლუბის ფილოსოფიას.
რობერტ ლევანდოვსკი
ლევანდოვსკი ფანტასტიკური ფეხბურთელი და თავდამსხმელია, რასაც მთელი კარიერის განმავლობაში აჩვენებს. ის კვლავ მაღალ დონეზე იმყოფება. რობერტის ასაკი შემაშფოთებელი არ უნდა იყოს, რადგან ის ბევრს თამაშობს და ფანტასტიკურ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება.
ლამინ იამალი
იამალი საოცრად ნიჭიერია. ის ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ მოედანზე უკვე თავდაჯერებულად გამოიყურება. თუ ლამინი თავდაუზოგავად შრომას გააგრძელებს და კონცენტრაციას შეინარჩუნებს, მას წინ ნათელი მომავალი აქვს. იამალი უნიკალური მოთამაშეა, რომელსაც საზღვრები არ აქვს და რომელიც ეპოქას შექმნის.
ბარსას პროფილის თავდამსხმელი
ასეთი ბევრია. ისაკი ძალიან კარგი ფეხბურთელია და ლა ლიგას იცნობს. მახსენდება ჰოლანდი, მაგრამ (იცინის) არ ვიცი, გაუშვებს თუ არა "მანჩესტერ სიტი" კონტრაქტის ახლახან გახანგრძლივების ფონზე. ბევრი თავდამსხმელია, რომელთაგანაც "ბარსაში" თამაშს ნებისმიერი ისურვებდა. დარწმუნებული ვარ, კლუბი ლევანდოვსკის შემცვლელს სწორად შეარჩევს, როდესაც ამის საჭიროება დადგება.
ვილიამ ასევე "ბლაუგრანაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა და კარიერაში საუკეთესო გოლად ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედთან" გატანილი ბურთი დაასახელა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]