ჰანსი ფლიკის პრესკონფერენცია ბენფიკასთან მატჩის წინ

ხვალ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში "ბენფიკას" სტუმრად დავუპირისპირდებით. "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა.
გავის გუშინ არ უვარჯიშია, რადგან თავს კარგად ვერ გრძნობდა. ექიმები შეამოწმებენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ცხადია, უნდა ვიფიქროთ, რომ განმეორებითი მატჩი იქნება. ტურნირის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვუპირისპირდებით. "ბენფიკა" ძალიან კარგად გამოიყურება. მათზე უკეთ უნდა ვითამაშოთ.
მათ თამაშის თავიანთი სტილი აქვთ, ჩვენ ჩვენი გვაქვს. ვნახოთ, ხვალ რა მოხდება. იმედი მაქვს, უკეთეს დინამიკას ვიხილავთ. რთული მატჩი იქნება.
ლევანდოვსკი? ყოველთვის კარგია ისეთი თავდამსხმელის ყოლა, რომელსაც ამდენი გოლი გააქვს, მაგრამ ისიც მნიშნელოვანია, რომ გუნდმა მას გატანის შესაძლებლობები მისცეს. ეს გუნდური მიზანია. მთავარი ესაა. უნდა გავაგრძელოთ ისე, როგორც ბოლო ორი თვეა მოვდივართ.
ნეიმარის დაბრუნება? ეს ჩემი საქმე არაა. მე გუნდსა და მიმდინარე სეზონზე ვარ ფოკუსირებული.
გავის თამაში სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია. ის ბურთით კარგია. ოლმოს თავის პოზიციაზე თამაში სიამოვნებს. ის გოლებს იტანს და მომენტებს ქმნის.
მარტინისა და კასადოს პირველი გოლები "სოსიედადთან"? ეს ფანტასტიკურია. მაჩვენეს სურათი, თუ როგორ აღნიშნავენ გოლებს. ისინი "ლა მასიასი" მადლიერები არიან და ამას ასე გამოხატავენ.
ჩემპიონთა ლიგაზე იოლი მატჩი არ არსებობს. "ბენფიკა" ფანტასტიკური მეტოქეა, რომლის სტადიონზეც განსაკუთრებული ატმოსფეროა. ხვალ გაგვიჭირდება.
ძირითადი შემადგენლობა? რაიმე მინიშნებას არ ვაპირებ, რასაც ზოგჯერ ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ახლა არა, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე ამას არ გავაკეთებ.
"ბენფიკას" თამაში მომწონს. ისინი მეტოქეს ფლანგებიდან უტევენ, რაც თავის დაცვას ართულებს. საკუთარი საზომი სტრატეგია გვაქვს და ვფიქრობ, მზად ვართ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]