ბარსელონაში ბედნიერი ვარ - ვოიცეხ შჩესნი

"ბარსელონას" მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ მარკ-ანდრე ტერ შტეგენსა და კატალონიურ კლუბში მის მომავალზე ისაუბრა.
"ბარსამ" შჩესნი ოქტომბერში ტერ შტეგენის მძიმე ტრავმის შემდეგ დაიმატა. 34 წლის კარის დარაჯის მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში იწურება, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, "ბლაუგრანა" აპირებს, პოლონელ კიპერს ხელშეკრულების გახანგრძლივება შესთავაზოს.
ტერ შტეგენი პირველივე დღიდან ძალიან დამეხმარა. ის "ბარსელონაში" გადმოსვლამდეც მწერდა და მეუბნებოდა, რომ, თუ რამე დამჭირდებოდა, დამეხმარებოდა.
ბედნიერი ვარ, რომ მისი გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს. იმედი მაქვს, მარკი რაც შეიძლება მალე დაბრუნდება და გუნდის დასახმარებლად მზად იქნება, რათა ცოტა დავისვენო (იცინის).
სეზონის დასაწყისში რომ გეკითხათ, ვიტყოდი, რომ "ბარსას" ივნისში დავტოვებდი, მაგრამ აქ გატარებული დრო მიყვარს. ჩემი ოჯახი ბედნიერია. ჩემს შვილს სკოლა მოსწონს, მეუღლეს აქ ყოფნა უყვარს. ნებისმიერ შემოთავაზებას განვიხილავ.
- ამბობს შჩესნი კატალონიური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]