ჰანსი ფლიკი რეალ სოსიედადთან თამაშის შემდეგ

ჰანსი ფლიკი რეალ სოსიედადთან თამაშის შემდეგ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ლა ლიგის 26-ე ტურის მატჩში "რეალ სოსიედადის" განადგურების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შესვენებაზე ასეთი უპირატესობით გასვლა დაგვეხმარა იმის გაგებაში, რა უნდა გაგვეკეთებინა მეორე ტაიმში.

სეზონი ხანგრძლივია და გვინდა, ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად ვიყოთ.

ბედნიერები ვართ, რადგან ყველაფერი ძალიან კარგად წარვმართეთ. 3 ქულის მოპოვებით კმაყოფილი ვარ.

გავის ძირითად შემადგენლობაში თამაშს ვგეგმავდით, მაგრამ მას გუშინ სიცხე ჰქონდა, ამიტომ სხვა ვარიანტებით ვიხელმძღვანელეთ.

ახლა მნიშვნელოვანია, მომდევნო, "ბენფიკასთან" მატჩზე ვკონცენტრირდეთ. ყველა ტიტულისთვის ბრძოლა შეგვიძლია.

"ბენფიკას" დასასვენებლად და ჩვენთან შეხვედრისთვის მოსამზადებლად ერთი კვირა ჰქონდა, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

ყოველთვის ვცდილობთ, ასე ვითამაშოთ - რაც შეიძლება მეტი შეტევა.

არ ვფიქრობ იმაზე, როდის გადაწყდება ლა ლიგის ბედი.

გვინდოდა, არაუხოს 90 წუთი ეთამაშა, მაგრამ შევცვალეთ, რადგან მცირე დისკომფორტი ჰქონდა.

კასადომ და მარტინმა გოლი დაიმსახურეს. მათი გაუმჯობესება შესამჩნევია.

კარგია, რომ ბალდე ისვენებს და ხედავს, რომ მის პოზიციაზე კონკურენციაა.

რაფინია, პედრი და კუბარსი შევცვალეთ, რადგან "ბენფიკასთან" დაპირისპირებამდე მათი დასვენება მნიშვნელოვანი იყო.

დღეს პოზიციურად კარგად ვითამაშეთ, უკეთ, ვიდრე "ატლეტიკოს" წინააღმდეგ. სწორედ ეს გვინდა - თითოეული მატჩიდან გაკვეთილის მიღება და გაუმჯობესება. ასე გავაგრძელებთ.

იამალს გოლის გატანა უნდა, მაგრამ ასისტებიც მნიშვნელოვანია და ლამინი ამაში შესანიშნავია.

არ აქვს მნიშვნელობა, გოლს ვინ გაიტანს. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და როდესაც ერთ-ერთ ჩვენგანს გააქვს, ყველანი ბედნიერები ვართ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 3 მარტი 2025 16:36
    3
    ყველაზე მეტად რაც მახარებს გუნდის შიგნით არსებული განწყობაა, რაღაცნაირად კარგი ბალანსი აქვს ნაპოვნი ფილკს, თვითონაც ბედნიერია და მოთამაშეებიც სულს და გულს დებენ მოედანზე.

    ჩემი აზრით ლა ლიგაში ყველაფერი 35 ტურში გადაწყდება, რეალს რომ მივიღებთ სახლში. ლიგაზე მგონია ფინალში ვართ რადგან ჩვენი ბადიდან, ჩვენი კონკურენტი გუნდი არცერთი არაა, აი ფინალში ლივერპული მგონია და მანდ კაცმა არიცის რა მოხდება.

    თასს რაც შეეხება, 2 თამაშია სულ დარჩენილი და მგონია გააწურინებს ფლიკი, ყველაზე ახლოს მაგის მოგებსათან ვართ.

    მოკლედ წინ სეზონის ბოლო ეტაპი გველოდება და ასეთი დიდი იმედებით კარგა ხანია არ ვყოფილვარ.

    წარმატებები ჩევნ!
    [?]
    #7 3 მარტი 2025 14:58
    1
    ციტატა: lesane C
    ციტატა: nika 54
    ციტატა: lesane C
    გავი აღარ დააყენო ჰანსი ჯერ-ჯერობით ძირითადში

    ხო ტრამვის შემდეგ ვერ არის მთლად მომზადებული ახალი წყობისთვის.

    კი ძაან გაუგებრობაშია ხოლმე😀

    გავიმ პედრი უნდა დაასვენოს ბოლო 20 წუთი და 3-4 თამაშში ერთხელ დაიწყოს ძირითადიდან. ყველაზე ქლაჩ როჟაა მარა ეგ და პედრი ერთად მინუს ერთი კაცი ვართ. ფერმინსაც და ოლმოსაც მეტი მოაქვთ, შეტევაში უკეთესები არიან, ცენტრს კიდე პედრი მარტოც ალაგებს
    ფანი [?]
    #6 3 მარტი 2025 03:18
    8
    ამან რაც არ უნდა შედეგი დადვას უკვე ეკუთვნის ადგილი Hall of Fame-ში
    Culé [?]
    #5 3 მარტი 2025 01:54
    1
    ციტატა: nika 54
    ციტატა: lesane C
    გავი აღარ დააყენო ჰანსი ჯერ-ჯერობით ძირითადში

    ხო ტრამვის შემდეგ ვერ არის მთლად მომზადებული ახალი წყობისთვის.

    კი ძაან გაუგებრობაშია ხოლმე😀
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 3 მარტი 2025 01:40
    3
    ციტატა: lesane C
    გავი აღარ დააყენო ჰანსი ჯერ-ჯერობით ძირითადში

    ხო ტრამვის შემდეგ ვერ არის მთლად მომზადებული ახალი წყობისთვის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 3 მარტი 2025 01:36
    1
    ასეთ მატჩში რაფინიას რომ გოლი ან ასისტი არ ჰქონდა ძაან ცუდია, ამასობაში გავარდა ის ეგვიპტელი წინ.
    Culé [?]
    #2 3 მარტი 2025 00:55
    1
    გავი აღარ დააყენო ჰანსი ჯერ-ჯერობით ძირითადში
    წევრი [?]
    #1 3 მარტი 2025 00:43
    4
    კარგი კაცი ხარ მაგრამ ანგარიშის შენარჩუნებაც უნდა დაამუღამო, საჭიროა ზოგჯერ
    --------------------
    Little boy from Rosario Santa Fe