პედრი, კუბარსი, დე იონგი და ინიგო ატლეტიკოსთან თამაშის შემდეგ

პედრი, კუბარსი, დე იონგი და ინიგო ატლეტიკოსთან თამაშის შემდეგ

პედრიმ, პაუ კუბარსიმ, ფრენკი დე იონგმა და ინიგო მარტინესმა "ატლეტიკოსთან" გამართული სანახაობრივი მატჩის (4-4) შემდეგ კომენტარი გააკეთეს.

პედრი

რთულია, როდესაც 4-2 იგებ და გითანაბრებენ. ეს ლა ლიგაშიც მოხდა და ახლაც განმეორდა. ამ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ.

უნდა გავაანალიზოთ, რა გავაკეთეთ არასწორად, რომ განმეორებითი თამაშისთვის ეს ყველაფერი გამოვასწოროთ.

"ატლეტიკომ" საწყის წუთებში სწრაფი გოლები გაიტანა და ვფიქრობ, ამაზე სწრაფი რეაქცია გვქონდა.

მგონია, რომ, როდესაც საუკეთესო დონეზე ვიმყოფებით, შეუჩერებლები ვართ. "მეტროპოლიტანოზე" ყველაფერს გავაკეთებთ. წინ შესანიშნავი მომენტები გველის.

ფლიკი ამბობს, რომ კაპიტანივით გამოვიყურები? ჰანსი ამას მეუბნება, მაგრამ ეს არ მაინტერესებს, მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობ.

როდესაც წინ ვართ, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. ამ თამაშებში ჩემს მნიშვნელობას ვგრძნობ, მაგრამ მირჩევნია, მოვიგოთ და ხალხმა გუნდზე უფრო მეტი ისაუბროს, ვიდრე ჩემზე.

დაცვაში უფრო მეტი ინტენსივობით უნდა ვითამაშოთ.

პაუ კუბარსი

პირველი გოლის შემდეგ მინდოდა, ლოგოზე მეკოცნა, რადგან "ბარსა" ჩემი ცხოვრების კლუბია და ყველაზე მეტად მიყვარს.

გაბრაზებულები ვართ. წინ "ატლეტიკოსთან" სტუმრად თამაში გვაქვს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ "კულეები" გავაბედნიეროთ.

რაფინიას ასისტი? ის კუთხურიდან საოცრად აწვდის (იცინის).

ორი გოლის გაშვება საწყის წუთებში? ეს კონცენტრაციის ნაკლებობის შედეგი იყო. ასე არ შეიძლება.

ფრენკი დე იონგი

იმედგაცრუებულები ვართ. 4-2 ვიგებდით და 4-4 დასრულდა. ეს ძალიან გამაღიზიანებელია.

"ატლეტიკოს" შესანიშნავი გუნდი ჰყავს. ასეთი გუნდების წინააღმდეგ ნებისმიერი შეცდომა შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს.

სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო მატჩი იყო - ბევრი გოლი, მაღალი ხარისხი...

ყველაფერი კარგი იყო, გარდა პირველი და ბოლო 10 წუთისა... შეგვიძლია, კმაყოფილები ვიყოთ იმით, თუ როგორ ვითამაშეთ 75 წუთის განმავლობაში.

ინიგო მარტინესი

თამაშის ბოლო ნაწილი საერთოდ არ იყო კარგი და ეს სრულიად მიუღებელია. ბურთზე კონტროლი დავკარგეთ. ეს აღარ უნდა დავუშვათ.

პედრის განცხადება? შესაძლოა, მატჩის ბოლოს დაცვაზე უფრო მეტი უნდა გვეზრუნა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ შეხვედრის ფრედ დასრულების მიზეზი ეს იყო.

ჩემი გოლი უსარგებლოა, თუ შემდეგ გაგვიტანენ. ჩემს გუნდში სრულად დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. თითი არავისკენ არ უნდა გავიშვიროთ, რადგან ერთი გუნდი ვართ - ერთად ვიმარჯვებთ და ვაგებთ.

თამაში, რომელიც 6-2 უნდა დასრულებულიყო, საბოლოოდ 4-4 დასრულდა. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. დავამტკიცეთ, რომ ბევრად უკეთესები ვიყავით. უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 26 თებერვალი 2025 20:55
    0
    "ორი გოლის გაშვება საწყის წუთებში? ეს კონცენტრაციის ნაკლებობის შედეგი იყო. ასე არ შეიძლება".
    და ბოლო 10 წუთში შეიძლება?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 26 თებერვალი 2025 17:50
    1
    მესამე გოლი რო გავუშვით გავი და გარსია აღარ უნდა შემოეყვანა ბურთი უნდა დაგვეჭირა და ამ ცვლილებით ცენტრი დავუთმეთ მთლიანად არაა ეს გავი ის ფეხბურთელი ცენტრში რო ბურთი დაიჭიროს და იმედია მიხვდება ფლიკი ამ შეცდომას გავიმ უნდა აპრესინგოს სულ ეგ მაშინ გვჭირდება როცა ვაგებთ ან დიდი შოტით ვიგებთ ნუ რეალიზაციის პრობლემა ცალკე საკითხია ზაფხულში აუცილებლად გვინდა სტრაიკერი და ვინგერიც ბოლო პერიოდებში რაფინია აღარ მომწონს და ფერმინით არ უნდა ვცვლიდეთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 26 თებერვალი 2025 17:09
    0
    გრიზმანის გოლი შესნის უნდა აეღო, სხვა მხრივ კარგი მატჩი ჰქონდა, მოკლედ უაზრო გოლები გაუშვეს რა.
    გულშემატკივარი [?]
    #10 26 თებერვალი 2025 13:55
    3
    პირველ რიგში ფერანია მოსაძრობი ამ გუნდიდან ისაკი უნდა დაიმატონ და კარგი ჩამშლელი გვინდა ბერნალი თუ ვერ მოიხოდა სხვა ამ გუნდს არაფერი ჭირდება კარგი ჰო ერთი მარცხენა ცენტრალური მცველიც ❤️💙მაგრად მკიდია ეს ანგარიში,,დრო იყო ცუდი თამაშის გამო ვისჯებოდით და ვაგრბდით ეხლა კიდე კარგად ითამაშეს და ფრე მორჩა რაც გუნდის ბრალია და სხვა არავის ასე რომ გავარღვევთ ატლეტიკოს
    წევრი [?]
    #9 26 თებერვალი 2025 13:19
    0
    რეალის გასაკეთებელს ესენი აკეთებენ სორლოტით ამათი ქათამი დედა ვატირე ერთი ბუსკეცი გვესროლოს კოსმოსიდან ვინმემ რა გახდა ცოდოა ეს გუნდი ცენტრის გარეშე რაა. კიდევ კაი სტუმრად გატანილი გოლის წესი აღარაა მშვიდად თამაშის საშუალება ექნებათ პოლიტანოზე მაგრამ მოგება მაინც არმგონია სიმეონე ისეთი ვირთხაა დარწმუნებული ვარ უხეშ და აგრესიულ თამაშს ათამაშებს წითელიც იქნება აუცილებლად....რავი თუ გაიბრძოლეს და მოიგეს ხო კაი თუ არადა არ ღირს ამათთან ჭიდაობა დაამტვრევენ ნახევარ გუნდს და დანარჩენ ტიტულებსაც დავემშვიდობებით

    ციტატა: cruyff9
    alwaysculerr

    პედრი კასადოს დუეტია საჭირო მართალია შავ სამუშაოს ვერ ასრულებს დეიონგი კასადოს და პედრი უეჭველი მარა როგორია 30 მილიონი აქვს ხელფასი გუნდში ყველაზე მაღალი თითქმის და სკამზე დასვა ვერც გაყიდი მერე ზარააალ
    Culé [?]
    #8 26 თებერვალი 2025 12:53
    0
    ისე ნახე რა დამპალია ატლეტიკო ან ასე საწყისე გაგიტანს ან 1:0 გაწურავს ტაიმს თუ გაიტანა და ან ბოლო 10 წუთი მათია თუ მოეშვები😅😅😅 ყველაზე კარგად მადრიდში გვიყვარს აღება და კაკრას 2 გასვლა გვაქვს ასაღები ამ ღორ მადრიდელებთან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 26 თებერვალი 2025 12:41
    1
    ციტატა: afro2
    დე იონგი ხმას რიგორ იღებს ეს კუანა სლეი ჯერ ვერ გაუგია რა პოზიციაა კასადოს თუ არ დააყენებს განმეორებით თამაშში და უჩლ ზეც ჰო გარღვეული იქნება ცენტრი და კიდე ამ პედრის იმედზე როდემდე უნდა ვიგებდეთ ცენტრს ცოდვაა რასაც ქვია ამოხდა სული სირბილში და დანარჩენები უყურებენ

    ფეხბურთს კალკულატორით უყურებ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 26 თებერვალი 2025 12:33
    4
    ეეეეეი ადმინ ეს რეკლამის --ლეობა გამოასწორეთ რა მათხოვრობაა სტატია ვერ წამიკითხია, პანელზე გადით ბარებ ფულის გამო rage rage rage rage
    ფანი [?]
    #5 26 თებერვალი 2025 12:24
    1
    ციტატა: Vamsdreini.1
    ინიგო მაგარი კაცია, თითი არავისკენ უნდა გაიშვიროო და მერე თავდასხმას დააჯვა 😂😂😂👌

    დასა@მელია აბა რაარი გამოსირდა კაცი, რაც ფერანმა
    და ლევანდოვსკიმ გამაზეს
    წევრი [?]
    #4 26 თებერვალი 2025 12:23
    2
    დე იონგი ხმას რიგორ იღებს ეს კუანა სლეი ჯერ ვერ გაუგია რა პოზიციაა კასადოს თუ არ დააყენებს განმეორებით თამაშში და უჩლ ზეც ჰო გარღვეული იქნება ცენტრი და კიდე ამ პედრის იმედზე როდემდე უნდა ვიგებდეთ ცენტრს ცოდვაა რასაც ქვია ამოხდა სული სირბილში და დანარჩენები უყურებენ
    Culé [?]
    #3 26 თებერვალი 2025 12:20
    0
    მომენტებს ვუყურებ მარა აი გავი სკამიდან არ უნდა ააყენო ტიპი 0ია საერთოდ არანაირი სარგებელი არ აქ სანამ არ დაჭკვიანდება სკამი უნდა ხეხოს კასადო და ტორე 100ჯერ ჯობიან მაგასაც და დეიონგსაც

    ისაკი აუცილებლად საყიდელია ზაფხულში ფერანი-არაუხო-გარსია-პენია-ფატი-მარტინი-პაუ ვიქტორი ესენი 100% გასაყიდები არიან ფატი თუ დაბრუნდა განაცხადში და ტრამვა აღარ მიიღო შეიძლება დატოვება 5 მილიონზე მეტად ვერც გაყდიიან მარა სხვა ყველა გასაჯმეინებელია როკეც გააჯვამს ან ახლა ან ზაფხულში და 7 ფეხბურთელის დამატების შანსი ექნებათ არაა აუცილებელი რომ ყოველ მე2 სეზონში ლამასიის ბავშვები პირველ გუნდში დარეგისტრირდნენ ისაკი და მარცხენა ვინგერია აუცილებელი მარჯვნივაც ვინმეა მოსაყვანი თუ სალაჰის შანსი გაჩნდება აუცილებლად უნდა მოიყვანონ 1-2 წლით
    ფანი [?]
    #2 26 თებერვალი 2025 12:10
    9
    ინიგო მაგარი კაცია, თითი არავისკენ უნდა გაიშვიროო და მერე თავდასხმას დააჯვა 😂😂😂👌
    Culé [?]
    #1 26 თებერვალი 2025 11:59
    3
    ყველაზე მეტად რაც არ მომეწონა ისაა რომ ბოლო თამაშებში პასის კულტურა დაკარგეს, ასევე ფინიშინგზეც მაგარი სამუშაო აქვთ..
    ის ბურთები რაც ლევანამ და ტორესმა ააცილეს, დარტყმის ცოდნა-არცოდნაზე კი არაა არამედ შესისლხორცებაზე, მომენტში იმდენად უნდა იყო ჩართული რომ შენი სხეული თავისით უნდა გრძნობდეს ბურთს როგორი დამუშავება, მოდება ჭირდება.

    ისე მაინც..შეიძლება სასტარტოდან ყველაზე ცუდები ფერანი-ოლმო იყვნენ (კუნდე-ბალდეზე არც ვილაპარაკებ) მაგრამ ყოველშემთხვევაში შეტევაში ძალიან ბევრს მოძრაობდნენ, ბევრი სივრცე თავისუფლდებოდა მათ გამო, ბევრი კაი linkup playჰქონდათ უბრალოდ დასკვნით მომენტში ხან ბურთი ებლანდებოდათ და ხან ბოლო პასი ვერ გადიოდა ატლეტიკოს მცველების სიმჭიდროვის გამო.
    ჩვენ უმეტესად იმას ვხედავთ თუ რა მომენტს ვერ იყენებენ ფეხბურთელები, ან ბოლო პასს რომ ვერ აკეთებენ (რაც მარტივია დასანახად) მაგრამ ყოველთვის მნიშვნელოვანია ის შავი სამუშაო რაც ერთი შეხედვით არ ჩანს მაგრამ რეალურად შეიძლება ძირითად საქმეს ასრულებდეს.

    ყველაზე კარგი კი ისაა რომ გუნდმა მენტალიტეტი და ფიზიკურობა დაიბრუნა (რასაც ფლიკის მოსვლამდე ვიძახდი რომ ისედაც მოხდებოდა) წელს ტიტულები რომ ვერ მოვიგოთ მაინც მოგებულები ვიქნებით რადგან შედეგების მიუხედავად არანორმალურად სანახავობრივ ფეხბურთს ვთამაშობთ და მომავალი წლიდან უკვე ვიცით რომ ტოპ სტრაიკერთან ერთად საერთოდ სხვა შედეგებზე გავალთ. ასევე კარგი იქნება კუნდე-ბალდეს რეალურ შემცვლელებს თუ მოიყვანენ, მე პირადად ბრაინ ხილი და მინგესა კარგი ვარიანტები მგონია, თანხის და სკამზე დაჯდომის გათვალისწინებით, და თუ მარცხენა ვინგსაც გავაძლიერებთ ძალიან კარგი იქნება. აქ ბევრი წერს საყრდენის მოყვანაზე და მემგონი კარგად ვერ იაზრებთ რომ ბერნალი მალე დაბრუნდება, აგერ კასადო გვყავს და იქვეა დეიონგი რომელიც low block გუნდებთან იდეალურია. ამ ყველაფერს უბრალოდ სწორი გამოყენება უნდა და ერთადერთი ეგ არ მომწონს ფლიკში რომ ფეხბურთლებს ისევ out of position ათამაშებს ხოლმე, მერე ესენიც ვერ თამაშობენ და ბოლოს ისევ ფეხბურთელს ეჯმევა, არადა რომელმა ჭკუათმყოფელმა გადაწყვიტა რომ ფერმინი მარცხენა გარემარბი უნდა ყოფილიყო და გავი 10იანი? და რა გასაკვირია რომ ვერ ითამაშეს ამ ბიჭებმა? არაა ეგ მაგათი პოზიცია, აშკარად თავიდანვე არეულები გამოვიდნენ, ვერ გაერკვნენ რა უნდა ეთამაშათ და თამაშიც დავთმეთ. ამიტომაა რომ პედრი-დეიონგი-ოლმო ან პედრი-კასადო-ოლმო მუშაობს, პედრი cmა დეიონგი/კასადო dm/cm ოლმო/ფერმინი - am, ერგებიან ამ როლებს, იციან რაც უნდა გააკეთონ და გუნდი დალაგებულად მუშაობს, აი გავი-პედრი-დეიონგი რატო უნდა ათამაშო ერთად როცა სამივე ზუსტად ერთი პროფილის ფეხბურთელია?? და მერე ჯოხი ისევ ამ ფეხბურთელებზე ტყდება მაშინ როცა ფლიკის ბრალია ეს დაულაგებელი თამაში..

    ნუ ერთი სიტყვით, იმედია გაერკვევა ამ თემაში და ვინაიდან ჯერ კიდე ექსპერიმენტობს კაი ხანია ვფიქრობ და მართლა მგონია რომ ფერმინი ცრუ ცხრაზე (უფორვარდო ტაქტიკაში) უნდა მოსინჯოს. ჩემი აზრით ეგ იქნება ფერმინის სწორი გამოყენება და ბარსაც სერიოზულად იხეირებს.