ჰანსი ფლიკი ლას პალმასთან მატჩის შემდეგ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა "ლას პალმასის" დამარცხების შემდეგ მედიასთან პრესკონფერენცია გამართა.
ვფიქრობ, დღეს თითოეული ფეხბურთელისგან 5-10%-ით მეტი გვჭირდებოდა, საუკეთესო მატჩი არ ჩაგვიტარებია.
კარგი დაცვა ვითამაშეთ, ამაში მთელი გუნდი იყო ჩართული, რისი წყალობითაც კარი მშრალად შევინახეთ.
მეტოქის გათვალისწინებით საუკეთესო შესაძლო შემადგენლობას ვარჩევ. ფეხბურთელებს შორის არჩევანის გაკეთება მიწევს, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტია. შემადგე ნლობას მე ვასახელებ.
ოლმომ კარგად ითამაშა. გოლის გატანა გუნდისთვის და პერსონალურად მისთვის კარგი იყო.
ყოველთვის ვამბობ, რომ უნდა მოვუმატოთ. დღევანდელი მატჩის შემდეგაც ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]