სევილია 1-4 ბარსელონა | ჰანსი ფლიკის გუნდის მორიგი დამაჯერებელი მოგება

ბარსელონა ლა ლიგის 23-ე ტურში სევილიას დაუპირისპირდა და 4-1 გაანადგურა.
ბარსას მხრიდან გოლები რობერტ ლევანდოვსკიმ, ფერმინ ლოპესმა, რაფინიამ და ერიკ გარსიამ გაიტანეს, სევილიელთა რიგებიდან კი ერთადერთი გოლი რუბენ ვარგასმა შეაგდო.
ჰანსი ფლიკის გუნდი ამ მოგების შემდეგ 48 ქულით მე-3 ადგილზეა: ბარსელონა ატლეტიკოს 1 ქულით ჩამორჩება, რეალ მადრიდს კი - ორით.
"ბლაუგრანას" პრიმერა დივიზიონში მომდევნო მატჩი 17 თებერვალს, რაიო ვალიეკანოს წინააღმდეგ ელის. ეს შეხვედრა ბარსელონაში გაიმართება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]