ბარსელონა აზიაში მინიმუმ 4 ამხანაგურ თამაშს გამართავს

მომდევნო სეზონის წინ "ბარსელონა" აზიას ეწვევა და რამდენიმე ამხანაგურ თამაშს გამართავს. Mundo Deportivo "ბლაუგრანას" აზიურ ტურნესთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.
კატალონიური წყაროს ცნობით "ბარსა" ორ შეხვედრას სამხრეთ კორეაში ჩაატარებს, ორსაც იაპონიაში. სამხრეთ კორეული მატჩებიდან "ბლაუგრანა" დაახლოებით 10 მილიონ ევროს მიიღებს. ჰანსი ფლიკის გუნდის პირველი მეტოქე ადგილობრივი იქნება - ან სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მონაწილე რომელიმე კლუბი, ან ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელების ნაკრები. მეორე მეტოქე ევროპული იქნება - განიხილება "ტოტენჰემისა" და "ლივერპულის" ვარიანტები.
ასევე განიხილება 30 მაისამდე აზიაში ერთი ამხანაგური შეხვედრის ჩატარებაც, მაგრამ ეს საკითხი ჯერ ჰაერშია გამოკიდებული, რადგან ის ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" შედეგებზეა დამოკიდებული. ტურნირის ფინალი 31 მაისსაა ჩანიშნული და თუ "ბარსა" გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს, მაშინ აზიაში გამგზავრებას ვეღარ შეძლებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]